მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 65-მდე თევზმახე - ზედამხედველობის დეპარტამენტი
6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 65-მდე თევზმახე - ზედამხედველობის დეპარტამენტი

6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 65-მდე თევზმახე - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE9 ივლისი, 2026, 01:30|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გატარდა. შედეგად, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე.

"ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.

2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, ჭანისწყალი, ლესისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე.

ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ჯამში 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე - ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“.

თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს",- აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE