
8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.3 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა
2026 წელს 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 13%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.2026 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: სპირტიანი სასმელები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, უალკოჰოლო სასმელები, თხილი, მოცვი, კურკოვანი ხილი, დაფნის ფოთოლი და სხვა პროდუქტები.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის 7 თვეში მცენარეული წარმოშობის პროდუქტების TOP 3 საექსპორტო ქვეყანა რუსეთი, იტალია და სომხეთი იყვნენ, სადაც, შესაბამისად $100.3 მლნ-ის, $20.9 მლნ-ის და $17.3 მლნ-ის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ.
# ქვეყნები მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი, ათასი აშშ დოლარი (იანვარი-ივლისი, 2026) 1 რუსეთი 100 397.3 2 იტალია 20 981.8 3 სომხეთი 17 359.9 4 ჩინეთი 13 768.4 5 გერმანია 8 947.8 6 ესპანეთი 8 356.8 7 სირია 8 175.8 8 საფრანგეთი 7 516.5 9 თურქეთი 6 011.6 10 უკრაინა 5 875.5
8 თვეში ექსპორტზე გასული აგროსასურსათო პროდუქციის მოცულობისა და ფასის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
BM.GE
წყარო: bm.ge