
9%-ით გაზრდილი საკონტეინერო და 61% გაზრდილი გენერალური ტვირთები - რა ტენდენციებია ფოთის პორტში?
ფოთის საზღვაო ნავსადგური საკონტეინერო, გენერალური და საბორნე ტვირთების ზრდას ინარჩუნებს.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2026 წლის პირველი ათი თვეში ტვირთებში ზრდა ყველა მიმართულებით შენარჩუნდა. 2026 წლის იანვარ - ოქტომბერში ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 582 498 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. წლის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ტერმინალმა 65 759 TEU დაამუშავა.
საკონტეინერო ტვირთი APM TERMINALS POTI-ში
• 2026 წლის ოქტომბერი 57 287 TEU / 2026 წლის 10 თვე 582 498 TEU • 2025 წლის ოქტომბერი – 51 435 TEU / 2025 წლის 10 თვე - 532 908 TEU • 2024 წლის ოქტომბერი 47 551 TEU / 2024 წლის 10 თვე - 454 139 TEU
წყარო: APM TERMINALS POTI
მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტეინერო გემების შემოსვლის რაოდენობაც: წლის პირველ ათ თვეში „,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 372 საკონტეინერო გემს უმასპინძლა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 299 გემს შეადგენდა (24.4%-იანი ზრდა). მხოლოდ სექტემბერში ნავსადგური 36 საკონტეინერო გემს მოემსახურა.
APM TERMINALS -ის მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი ზრდა გენერალურმა ტვირთებმა აჩვენა: მათმა მოცულობამ 343 856 ტონას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 61%-ით მეტია.
გენერალური ტვირთი APM TERMINALS POTI - ში
• 2026 წლის ოქტომბერი – 19 200 / 2026 წლის 10 თვე - 343 856 ტონა • 2025 წლის ოქტომბერი 13 327 ტონა / 2025 წლის 10 თვე - 214 095 ტონა • 2024 წლის ოქტომბერი – 31 687 ტონა / 2024 წლის 10 თვე - 192 865 ტონა
ზრდა დაფიქსირდა საბორნე ოპერაციების მიმართულებითაც. საანგარიშო პერიოდში საბორნე ტვირთების მოცულობამ 180 536 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველი ათი თვის მაჩვენებელი 136 805 ტონა იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge