მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 97.5%-იანი დატვირთულობა და შემოსავლების ზრდა - როგორ დაასრულა Origami Holding-მა ზაფხულის სეზონი
97.5%-იანი დატვირთულობა და შემოსავლების ზრდა - როგორ დაასრულა Origami Holding-მა ზაფხულის სეზონი

97.5%-იანი დატვირთულობა და შემოსავლების ზრდა - როგორ დაასრულა Origami Holding-მა ზაფხულის სეზონი

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 18:34|bm.ge

Origami Holding-ის ერთ-ერთმა ბიზნესმიმართულებამ, Origami Hospitality-მ, 2026 წლის ზაფხულის სეზონი მნიშვნელოვანი კომერციული ზრდით დაასრულა. მაღალი დატვირთულობა, გაზრდილი შემოსავლები და საერთაშორისო სტუმრების სტაბილური ინტერესი, ასეთია სეზონის ძირითადი შედეგები, რომლებმაც კომპანიის მოლოდინებს გადააჭარბა.

2008 წელს ბათუმში დაარსებული Origami Holding დღეს სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: არქიტექტურას, დეველოპმენტსა და სტუმართმასპინძლობას. ჰოლდინგის სასტუმროების პორტფელში შედის White Sails Residential Hotel, Greenwood Hotel & Spa, Ibis Styles Batumi და The Grandeur Hotel, რომლებმაც დღემდე ჯამში ერთ მილიონზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს.

2026 წლის ზაფხულში სასტუმროებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს როგორც დატვირთულობის, ისე შემოსავლებისა და სტუმრების რაოდენობის მიმართულებით. დადებითი დინამიკა სექტემბერშიც გაგრძელდა, რაც მაღალი სეზონის დასრულების შემდეგ მოთხოვნის შენარჩუნებაზე მიუთითებს.

ოთხი სასტუმრო და სეზონის მთავარი შედეგები

White Sails Residential Hotel-მა ზაფხულის სეზონი 97.5%-იანი დატვირთულობით დაასრულა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასტუმროს შემოსავალი 8.6%-ით, სტუმრების რაოდენობა 8.8%-ით, ხოლო ხელმისაწვდომ ნომერზე შემოსავალი (RevPAR) 8.3%-ით გაიზარდა.

The Grandeur Hotel-ში დატვირთულობამ 89.5% შეადგინა, შემოსავალი 23.1%-ით, ხოლო სტუმრების რაოდენობა 21.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით წარმატებული იყო ივნისი, როდესაც შემოსავლის ზრდამ 45%-ს მიაღწია.

Ibis Styles Batumi-ში ნომრების შემოსავალი 28.2%-ით, ჯამური შემოსავალი 16%-ით, ხოლო საშუალო დღიური ტარიფი 21.2%-ით გაიზარდა. სასტუმროს სეზონურმა დატვირთულობამ 87.4% შეადგინა, ინდივიდუალური სტუმრების სეგმენტში გაყიდული ნომრების რაოდენობა კი 34%-ით გაიზარდა.

Greenwood Hotel & Spa-მაც სეზონი დადებითი შედეგებით დაასრულა. ივლისში სასტუმროს დატვირთულობა წინა წლის 75%-დან 85%-მდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 95,000 ლარით გადააჭარბა. აგვისტოში დატვირთულობამ 100% შეადგინა. ზრდის ტენდენცია სექტემბერშიც შენარჩუნდა, როდესაც სასტუმროს შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133,000 ლარით გაიზარდა.

საერთაშორისო სტუმრები და მომსახურების ხარისხი

2026 წლის ზაფხულის სეზონზე Origami Hospitality-ის ძირითად საერთაშორისო ბაზრებს წარმოადგენდა ისრაელი, ყაზახეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელარუსი, ჩინეთი და ინდოეთი. Greenwood Hotel-ისთვის მნიშვნელოვანი იყო საუდის არაბეთის ბაზარიც.

საერთაშორისო სტუმრების ინტერესთან ერთად, სეზონის განმავლობაში გამოიკვეთა განმეორებითი ვიზიტებისა და ხანგრძლივი დარჩენის მიმართ ინტერესიც. სტუმრების დადებით შეფასებებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მომსახურების ხარისხს, პერსონალის პროფესიონალიზმს, კომფორტულ გარემოსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დროულ რეაგირებას. სტუმრების კმაყოფილება Origami Hospitality-სთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და სტუმრებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ემსახურება.

“2026 წლის სეზონის შედეგები ჩვენთვის მხოლოდ მაღალი დატვირთულობით არ განისაზღვრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროებში გაიზარდა შემოსავლები, გაუმჯობესდა კომერციული მაჩვენებლები და შენარჩუნდა საერთაშორისო სტუმრების ინტერესი. ეს შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეფექტიანი მართვისა და მომსახურების ხარისხზე მუდმივი მუშაობის მნიშვნელობას“, - აღნიშნავს Origami Holding-ის წარმომადგენელი.

2026 წლის ზაფხულის შედეგები Origami Holding-ის ჰოსფითალითის მიმართულების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჰოლდინგი აგრძელებს არსებული სასტუმროების მომსახურებისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ხოლო დაგროვილ გამოცდილებას სამომავლო განვითარების შესაძლებლობებისთვის იყენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინეთმა უკრაინას $336 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო

ფინეთმა უკრაინას $336 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო

BM.GE

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

BM.GE

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

BM.GE

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 9 თვის ფინანსური შედეგები

BM.GE