მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აბუ-დაბიში მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა | აშშ-ის დელეგაცია მოსკოვში მიდის
აბუ-დაბიში მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა | აშშ-ის დელეგაცია მოსკოვში მიდის

აბუ-დაბიში მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა | აშშ-ის დელეგაცია მოსკოვში მიდის

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 20:44|bm.ge

აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა სხვა საკითხებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ მხარეები ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ გაცვლას გეგმავენ, გასათავისუფლებელ პირთა საბოლოო რაოდენობა კი ხუთშაბათს დაზუსტდება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა, რუსტემ უმეროვმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ მედინსკიმაც დაადასტურეს, თუმცა მათ პროცესის ვადები და მასშტაბები არ დაუკონკრეტებიათ. ინფორმაციისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკი 1,000-დან 1,500 ტყვემდე გაცვლის საკითხზე საუბრობდა.

როგორც უკვე ცნობილია, ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიული დავების საკითხზე გარღვევა ვერ მოხერხდა. კერძოდ, რუსეთი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასის აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარები გაიყვანოს, ზელენსკის პოზიციით კი, ტერიტორიული საკითხები უშუალოდ ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს.

ამასთან, მოსკოვმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე უარი თქვა და საბრძოლო მოქმედებების შეჩერებამდე უსაფრთხოების ფართო გარანტიები მოითხოვა. კუშნერის თქმით, ხუთშაბათს იგი და სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, რის შემდეგაც დუბლინში ჩავლენ და მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტთან გამართავენ.

რაც შეეხებათ ევროპელ წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, ისინი აბუ-დაბიში უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს ცალკე შეხვდნენ და სამმხრივ მოლაპარაკებებში უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა.

მედინსკიმ აღნიშნა, რომ რუსულ დელეგაციას ევროპელ დიპლომატებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან მოსკოვს მათგან კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივები არ მიუღია და გაუგებარია, რა სტატუსით იმყოფებიან ისინი შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ უმეროვმა პარტნიორებთან დისკუსიების გაგრძელება დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ ეს კიევსა და მოსკოვს შორის ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გამართული პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები იყო, რასაც წინ თებერვალში ჟენევის უშედეგო რაუნდი უძღოდა. მანამდე, 2025 წლის მაისში, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწიეს, თუმცა 1,000-1,000 ტყვის გაცვლაზე მაშინაც შეთანხმდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • წელს მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ ჩინეთთან ურთიერთობებში, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებსფორმულა
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
  • ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვამ მეოთხედ გაიმარჯვა - ბოლსონარუ შედეგების გაუქმებას მოითხოვსტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანია, ბიუჯეტს სხვადასხვა სცენარის შესაბამისი ფისკალური პოლიტიკის პასუხები ახლდეს | აუდიტის შეფასება

მნიშვნელოვანია, ბიუჯეტს სხვადასხვა სცენარის შესაბამისი ფისკალური პოლიტიკის პასუხები ახლდეს | აუდიტის შეფასება

BM.GE

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმზე აფეთქდა

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმზე აფეთქდა

BM.GE

ეროვნული ბანკს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები არ აქვს

ეროვნული ბანკს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები არ აქვს

BM.GE