მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Acer-მა Snapdragon C ჩიპით აღჭურვილი ბიუჯეტური ლეპტოპი წარადგინა
Acer-მა Snapdragon C ჩიპით აღჭურვილი ბიუჯეტური ლეპტოპი წარადგინა

Acer-მა Snapdragon C ჩიპით აღჭურვილი ბიუჯეტური ლეპტოპი წარადგინა

BM.GE1 ივნისი, 2026, 23:15|bm.ge

ტაივანურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Acer-მა ქვეყნის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიება Computex-ის გამოფენაზე ახალი ბიუჯეტური ლეპტოპი - Aspire Go 15 წარადგინა.

როგორც ირკვევა, მოწყობილობა Qualcomm-ის უახლესი Snapdragon C ჩიპით აღიჭურვა. ახალი კომპიუტერი ხელმისაწვდომ საფასო კატეგორიაზეა გათვლილი და ის ბაზარზე Apple-ის MacBook Neo-ს პირდაპირი მეტოქე იქნება.

Aspire Go 15-ის ეკრანის ზომა 15.6 დიუმს შეადგენს. კომპიუტერს პლასტმასის კორპუსი აქვს და ის ორი USB-C და ერთი HDMI პორტით აღიჭურვა. ამასთან, მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 8 გიგაბაიტს, ხოლო შიდა მეხსიერება 512 გიგაბაიტს არ აღემატება. ახალი ლეპტოპი ყოველდღიური სამუშაო პროცესებისთვის შეიქმნა და ის რთულ შემოქმედებით ამოცანებს ვერ შეასრულებს. როგორც ირკვევა, მოწყობილობა ტექნოლოგიურ ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. თუმცა ფასი ჯერ არ დაკონკრეტებულა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ კომპანიამ მეორე მძლავრი ჰიბრიდული მოდელი Swift Spin 14 AI-ც წარადგინა. ახალ კომპიუტერში Snapdragon X2 Elite-ის ან Plus-ის პროცესორი იქნება ინტეგრირებული. მოწყობილობა მომხმარებელს 32 გიგაბაიტამდე ოპერატიულ მეხსიერებას და 1-ტერაბაიტიან შიდა მეხსიერებას შესთავაზებს. მოდელი Copilot+ PC-ის ხაზს მიეკუთვნება და მასში ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ფუნქცია გაერთიანდა.

დასახელებული კომპიუტერი გაყიდვაში აგვისტოდან გამოჩნდება. საყურადღებოა, რომ კომპანიას ჯერჯერობით არც მისი ფასი დაუკონკრეტებია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NASA მთვარეზე მუდმივმოქმედ ბაზას ააშენებს - მთავარი პარტნიორი ბეზოსის Blue Origin-ი იქნება

NASA მთვარეზე მუდმივმოქმედ ბაზას ააშენებს - მთავარი პარტნიორი ბეზოსის Blue Origin-ი იქნება

BM.GE

"რუსულ გაზზე იმდენად დიდი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური რისკები შეიქმნას"|ინტერვიუ სემეკის წევრთან

"რუსულ გაზზე იმდენად დიდი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური რისკები შეიქმნას"|ინტერვიუ სემეკის წევრთან

BM.GE

კომპანია Acer-მა ორი ახალი ჭკვიანი სათვალე წარადგინა

კომპანია Acer-მა ორი ახალი ჭკვიანი სათვალე წარადგინა

BM.GE

"დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს" - კახა კალაძე კორუფციაზე

"დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს" - კახა კალაძე კორუფციაზე

BM.GE