მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარაში გიდებზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ მიწოდება ნაკლებია - აჭარის გიდების ასოციაცია
აჭარაში გიდებზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ მიწოდება ნაკლებია - აჭარის გიდების ასოციაცია

აჭარაში გიდებზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ მიწოდება ნაკლებია - აჭარის გიდების ასოციაცია

BM.GE6 მაისი, 2026, 09:28|bm.ge

აჭარაში ადგილობრივი გიდები დასაქმდნენ და ისინი კმაყოფილები არიან, რადგან მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი თემურ ზოიძე BMG-სთან აცხადებს.

მისი თქმით, კანონმა, რომელიც 1 მაისს ამოქმედდა და მუდმივი ბინადრობის არმქონე მოქალაქეებს გიდებად მუშაობას უკრძალავს, აჭარის რეგიონში დადებითი შედეგი გამოიღო.

„არა მარტო აჭარაში, მთლიანად საქართველოში იყო ეს პრობლემა, ვინაიდან უცხოელი გიდები როდესაც შემოდიან, ისინი ყვებიან განსხვავებულ ისტორიას, ყვებიან ჩვენს კულტურაზე, ეთნოგრაფიაზე, ფოლკლორზე, სხვადასხვა ეპიზოდებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება, ამიტომ აუცილებელი იყო ამ კანონის მიღება.

კანონი, რა თქმა უნდა, კარგია, მივესალმებით მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან უკვე ადგილობრივი უამრავი გიდი დასაქმდა და ისინი კმაყოფილები არიან, რადგან მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა“ - აცხადებს თემურ ზოიძე BMG-სთან.

რაც შეეხება საკითხს, უნდა გაიზარდოს თუ არა უცხოელ გიდებზე დაწესებული ნულოვანი კვოტა, ზოიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული, იშვიათი ენების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია.

„არის ენები, სადაც ჩვენ კვოტა არ გვჭირდება. მაგალითად, როგორიცაა რუსულენოვანი ან ინგლისურენოვანი გიდები და ასე შემდეგ. მაგრამ არის იშვიათი ენები, როგორიცაა არაბული, იაპონური, ჩინური, ივრითი და სხვა ენები, სადაც გარკვეული რაოდენობის კვოტა დაშვებული უნდა იქნას, რაღაც პროცენტით. რა თქმა უნდა, ეს იქნება დროებითი, გარდამავალი პერიოდის კვოტა. გავა ერთი წელი, კანონი ადაპტირდება, ვნახავთ, რომ სიტუაცია დარეგულირდება და შემდეგ შეიძლება მერე მივიღოთ ნულოვანი კვოტა. ვფიქრობ, რომ გარდამავალ პერიოდში ტრაგედია არ არის, თუ 5-10%-იან კვოტას დავუშვებთ იშვიათ ენოვან გიდებზე“ - ამბობს თემურ ზოიძე.

ამასთან, მისივე ცნობით, ამჟამად, აჭარაში გიდებზე მოთხოვნა გაზრდილია.

„გაიზარდა მოთხოვნა, მაგრამ დისბალანსი შეიქმნა - მოთხოვნა დიდია, მიწოდება - ნაკლები. ამიტომ ჩვენ, ჩვენმა გიდების ასოციაციამ უკვე ინტენსიურად დავიწყეთ გიდების მომზადება-გადამზადება. ანუ ფაქტობრივად, გიდების მომზადება ხდება, მაგრამ დრო გვჭირდება, რომ გიდები მომზადდნენ და პროფესიონალი კადრები გვყავდეს“ - აცხადებს თემურ ზოიძე.

1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულების ახალი ეტაპი დაიწყო. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს, რამდენად იცავენ დამსაქმებლები და უცხოელი დასაქმებულები კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.

ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:

საკურიერო მომსახურება - კვოტა 0;

მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0;

გიდების სერვისი - კვოტა 0.

კანონის ნორმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას. ფინანსური სანქციები გავრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე დასაქმებულებზე, მათ შორის თვითდასაქმებულ უცხოელებზეც.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

BM.GE

ღარიბი ქვეყნის "მდიდარი" კამპანიები|მიხეილ გაფრინდაშვილის ბლოგი

ღარიბი ქვეყნის "მდიდარი" კამპანიები|მიხეილ გაფრინდაშვილის ბლოგი

BM.GE

"ტრანსფორმაციის პროცესი არ არის მარტივი" - MBC მიკრობანკად გარდაქმნაზე

"ტრანსფორმაციის პროცესი არ არის მარტივი" - MBC მიკრობანკად გარდაქმნაზე

BM.GE

პროდუქციაზე ფასის კლების ყველაზე ნაკლები რესურსი ადგილობრივი წარმოების ნაწილშია - ალექსანდრე რატიშვილი

პროდუქციაზე ფასის კლების ყველაზე ნაკლები რესურსი ადგილობრივი წარმოების ნაწილშია - ალექსანდრე რატიშვილი

BM.GE