მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარისწყალი ჯორჯიასა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობა - პირველი 100%-ით მწვანე ენერგია ქართულ ფინანსურ სექტორში
აჭარისწყალი ჯორჯიასა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობა - პირველი 100%-ით მწვანე ენერგია ქართულ ფინანსურ სექტორში

აჭარისწყალი ჯორჯიასა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობა - პირველი 100%-ით მწვანე ენერგია ქართულ ფინანსურ სექტორში

BM.GE4 მაისი, 2026, 15:00|bm.ge

ქართულ ფინანსურ სექტორში პირველად განხორციელდა ენერგიის მოხმარების 100%-იანი დადასტურება ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების (Guarantee of Origin – GO) სისტემით.

ენერგოკომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ჰიდროენერგეტიკულ ობიექტს — 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს, აქტიურად არის ჩართული განახლებადი ენერგიის წარმოებასა და ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების სისტემის განვითარებაში.

ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები წარმოადგენს საერთაშორისო მექანიზმს, რომელიც ადასტურებს, რომ ელექტროენერგია განახლებადი წყაროდან არის გამომუშავებული. აღნიშნული სისტემა კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაადასტურონ საკუთარი ენერგომოხმარების მდგრადობა და ხელი შეუწყონ ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობას.

საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატები დაინერგა 2023 წლიდან, ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივის დებულებების მიხედვით, “განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ” კანონის საფუძველზე. კანონი შემუშავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და მოიაზრებს წარმოშობის სერტიფიკატებს, როგორც განახლებადი ენერგიის ათვისების წახალისების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

სისტემის განვითარებასა და ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სერტიფიკატების გამოშვებას, აღრიცხვასა და გადაცემას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

აჭარისწყალი ჯორჯიასა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობის შედეგად, პროკრედიტ ბანკი გახდა პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელმაც წარმოშობის სერტიფიკატი მოიპოვა, რაც ადასტურებს, რომ ბანკის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია სრულად განახლებადი წყაროებიდანაა.

„ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ენერგეტიკული სექტორის განვითარების, ისე გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების სისტემაში ჩვენი აქტიური ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომპანიებმა უფრო მკაფიოდ და სანდოდ დაადასტურონ თავიანთი ენერგიის წარმომავლობა და წვლილი შეიტანონ მწვანე ეკონომიკის განვითარებაში,“ — განაცხადა ნინო დადუნაშვილმა, აჭარისწყალი ჯორჯიას კომერციულმა დირექტორმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო ამ ეტაპზე, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს - მაია ომიაძე

საქართველო ამ ეტაპზე, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს - მაია ომიაძე

BM.GE

“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს

“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს

BM.GE

ჩაერთე სილქნეტის ქსელში ახალი ინდექსით 590 და გამოცადე 5G სიჩქარე

ჩაერთე სილქნეტის ქსელში ახალი ინდექსით 590 და გამოცადე 5G სიჩქარე

BM.GE

აპრილში ხორცპროდუქტების ფასი 10%-ით, თევზის 21.3%-ით გაიზარდა - დეტალური სტატისტიკა

აპრილში ხორცპროდუქტების ფასი 10%-ით, თევზის 21.3%-ით გაიზარდა - დეტალური სტატისტიკა

BM.GE