მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB-ის წყალმომარაგების €400-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში გურიაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ADB-ის წყალმომარაგების €400-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში გურიაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ADB-ის წყალმომარაგების €400-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში გურიაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

BM.GE22 მაისი, 2026, 16:45|bm.ge

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა, აზიის განვითარების ბანკის Result-Based Lending-ის (RBL) - შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გურიაში, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირველი ეტაპის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მექანიზმის ფარგლებში წყალმომარაგების კომპანიამ, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით, წყალმომარაგების სექტორისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება დაიწყო.

კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ ლოკაციაზე 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი სტანდარტის შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

"შეხვედრებზე ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებმა დაგეგმილი პროექტების კონცეფცია, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და ის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას უკავშირდება.

საუბარი შეეხო არსებული საჭიროებების შეფასებას, სამუშაოების დაგეგმვის პროცესს, შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტებს, პროექტის ეტაპებსა და იმ სარგებელს, რომელსაც მოსახლეობა სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები, კითხვები და რეკომენდაციები. მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივების მიერ გაზიარებული ინფორმაცია ხელს უწყობს არსებული გამოწვევების უკეთ შეფასებას, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და პროექტის შემდგომი ეტაპების უფრო ეფექტიანად დაგეგმვას.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მსგავს შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, რათა მოსახლეობა დროულად და სრულყოფილად იყოს ინფორმირებული დაგეგმილი სამუშაოების შესახებ", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE