მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB-თან და მსოფლიო ბანკთან რკინიგზისთვის $300 მილიონზე დიდი კრედიტის მიღებაზეა მოლაპარაკებები - კაკაურიძე
ADB-თან და მსოფლიო ბანკთან რკინიგზისთვის $300 მილიონზე დიდი კრედიტის მიღებაზეა მოლაპარაკებები - კაკაურიძე

ADB-თან და მსოფლიო ბანკთან რკინიგზისთვის $300 მილიონზე დიდი კრედიტის მიღებაზეა მოლაპარაკებები - კაკაურიძე

BM.GE5 მაისი, 2026, 19:26|bm.ge

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, რომ ამჟამად როგორც აზიის განვითარების ბანკთან, ასევე მსოფლიო ბანკთან საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის არანაკლებ 300 მილიონი დოლარის კრედიტის მიღებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

დღეს საქართველოს რკინიგზამ განვითარების ახალი გეგმები წარადგინა, რაც მოიცავს 10 ახალი სამგზავრო შემადგენლობის , 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი სატვირთო ვაგონის შესყიდვას. ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მატარებლების გადაადგილების სიჩქარის გაზრდას.

"რკინიგზის შემთხვევაში, რკინიგზამ დღეს წარადგინა 10-წლიანი გეგმა, რაც საკმაოდ ამბიციურია. მნიშვნელოვანია, როგორც ინფრასტრუქტურული განახლება, ასევე, თვითონ სტრუქტურული განახლება იქნება რკინიგზის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული საინვესტიციო თემა, რაც ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას, არის ლოკომოტივების განახლება და სწორედ ამ მიმართულებით ჩართული იქნება როგორც მსოფლიო ბანკი, ასევე აზიის განვითარების ბანკი და შესაბამისი მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ცოტა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება,"- აღნიშნავს გიორგი კაკაურიძე.

- დამტკიცებული სესხი არ გვაქვს?.

ჯერ არ არის.

- მიახლოებით რა თანხაზეა საუბარი?

- 300 მილიონ დოლარზე მეტი დაგვჭირდება. სავარაუდოდ, ორივე მოგვცემს – ADB-ც და მსოფლიო ბანკიც."

უფრო ვრცლად საქართველოს რკინიგზის განახლების სტრატეგიის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE