მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB-თან ხელს მოვაწერთ $1 მლრდ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას - ხუციშვილი
ADB-თან ხელს მოვაწერთ $1 მლრდ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას - ხუციშვილი

ADB-თან ხელს მოვაწერთ $1 მლრდ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას - ხუციშვილი

BM.GE4 მაისი, 2026, 21:41|bm.ge

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ წელს, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების დაფინანსებაზე ხელმოწერა იგეგმება.

„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახორციელებს აზიის განვითარების ბანკი და რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრმა ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა, რომლებიც ADB-ის პრეზიდენტთან და ხელმძღვანელ პირებთან შედგა. ხუციშვილის თქმით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები და ის პროექტები, რომლებსაც ADB საქართველოში ახორციელებს.

„ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მოწინავეა საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომელსაც ქვეყანაში განხორციელებული აქვს 6 მილიარდამდე ინვესტიცია და მიმდინარე, არსებული პროექტების ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბანკის პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალურ როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და დადასტურდა მხარდაჭერა ბანკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების კუთხით იმისათვის, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს და მათ შორის, განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.

2026 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ADB-მ საქართველოსთვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისთვის საერთო ჯამში 1 მილიარდი დოლარის სესხები დაამტკიცა. განვითარების ბანკის მიერ სახელმწიფო სექტორისთვის გამოყოფილი კრედიტების მოცულობა 707 მლნ დოლარია, დანარჩენი დაფინანსება კი კერძო სექტორისკენ არის მიმართული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE