მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულ $1.5-მილიარდიან ნიშნულზეა - რამ განაპირობა ზრდა?
ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულ $1.5-მილიარდიან ნიშნულზეა - რამ განაპირობა ზრდა?

ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულ $1.5-მილიარდიან ნიშნულზეა - რამ განაპირობა ზრდა?

BM.GE19 მაისი, 2026, 16:10|bm.ge

4 თვეში ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. იანვარ-აპრილში საქართველომ ადგილობრივი საქონლის ექსპორტით 1 მილიარდ 551 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 73.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტით მიღებული შემოსავალი 4 თვის ჭრილში 2022 წელს გვქონდა და $1.2 მილიარდს შეადგენდა.

წელს, პირველ 4 თვეში მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 63.6%-მდე გაიზარდა, რაც ამ პერიოდისთვის ისტორიული მაქსიმუმია. საქართველოს მთლიანი ექსპორტი 4 თვეში წლიურად 21.1%-ით 2 მილიარდ 440 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დიდწილად საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავების დაწყებითა და ექსპორტით არის განპირობებული. 4 თვეში ამ პროდუქტს ადგილობრივ ექსპორტის მეხუთედი უკავია და გასულ წელთან შედარებით რეკორდულად არის გაზრდილი. TOP-10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალიდან ყველა პროდუქტის გადაზიდვები გაზრდილია, კლება გვაქვს სპირტიანი სასმელების გაყიდვებში.

იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთია, სადაც წელს სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE