
Adobe-მ Semrush ოფიციალურად შეიძინა
Adobe-მა Semrush Holdings-ის შეძენა ოფიციალურად დაასრულა. Semrush მსოფლიოში ბრენდის ხილვადობის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად ითვლება, ხოლო გარიგების მიზანია Adobe-ის შესაძლებლობების გაძლიერება იმ პირობებში, როცა ხელოვნური ინტელექტის ინტერფეისები და AI აგენტები მომხმარებლებისთვის ბრენდების აღმოჩენის, შეფასებისა და მათთან ურთიერთობის მთავარ საშუალებად იქცევა.
კომპანიის განცხადებით, მომხმარებელთა გამოცდილების მართვა (Customer Experience Orchestration — CXO) agentic AI-ის ეპოქაში სწრაფად იცვლება, სადაც AI აგენტები უკვე მნიშვნელოვან პარტნიორებად ყალიბდებიან და კომპანიებს კომპლექსური პროცესების ავტომატიზაციასა და ბიზნეს-შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარებიან.
Adobe-მა ცოტა ხნის წინ ახალი სისტემა - Adobe CX Enterprise წარადგინა, რომელიც სრულფასოვან agentic AI პლატფორმას წარმოადგენს. სისტემა მომხმარებელთა ჩართულობასა და ბრენდის ხილვადობას ერთიან ინფრასტრუქტურაში კონტენტის მიწოდების ჯაჭვს აერთიანებს. Adobe-ის თქმით, ეს პლატფორმა ამარტივებს სხვადასხვა სისტემებში არსებული მონაცემებისა და კონტენტის გაერთიანებას და AI აგენტების მეშვეობით პერსონალიზებული გამოცდილებების მასშტაბურად მიწოდებას უზრუნველყოფს.
Adobe-ის მონაცემებით, AI-ით გენერირებული ტრეფიკი აშშ-ის საცალო ვაჭრობის საიტებზე 2026 წლის მარტში წლიურად 269%-ით გაიზარდა. თუმცა კომპანიების დიდ ნაწილს კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს AI სისტემებში საკუთარი ბრენდების ხილვადობის მხრივ.
სწორედ ამიტომ Adobe-მ Semrush-ის შეძენით საკუთარი შეთავაზებები SEO-ს (Search Engine Optimization), GEO-ს (Generative Engine Optimization) და ASO-ს (Agentic Search Optimization) მიმართულებით გააძლიერა, რათა კომპანიებს დაეხმაროს უკეთ გამოჩნდნენ როგორც საძიებო სისტემებში, ისე დიდი ენობრივი მოდელებისა და AI აგენტების ეკოსისტემებში.
Adobe გეგმავს Semrush-ის ტექნოლოგიების ინტეგრირებას ისეთ პროდუქტებთან, როგორებიცაა:
• Adobe Experience Manager • Adobe Commerce • Adobe Experience Platform • Adobe Brand Concierge • Adobe LLM Optimizer