მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აღარ ვართ ფასის დამდგენი" - როგორ მუშაობს სანქცირებული "ლუკოილი" საქართველოში?
"აღარ ვართ ფასის დამდგენი" - როგორ მუშაობს სანქცირებული "ლუკოილი" საქართველოში?

"აღარ ვართ ფასის დამდგენი" - როგორ მუშაობს სანქცირებული "ლუკოილი" საქართველოში?

BM.GE30 აპრილი, 2026, 20:05|bm.ge

სანქცირებული Lukoil-ის ქართული შვილობილი "ლუკოილ ჯორჯია" საწვავის იმპორტს ვეღარ ახორციელებს, თუმცა მუშაობას კოლეგებისგან, ადგილობრივად ნაყიდი საწვავით აგრძელებს. ამის შესახებ "ლუკოილ ჯორჯიას" დირექტორის მოადგილემ ლევან ახვლედიანმა ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას 57 ბენზინგასამართი სადგური აქვს.

"ამ ეტაპზე კომპანია სანქციების ქვეშაა, 2025 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ამიტომ პრაქტიკულად იმპორტს აღარ ვაწარმოებთ, ნულია ჩვენი იმპორტის წილი ბაზარზე, თუმცა 25% იყო სანქციებამდე. ფასწარმოება ზუსტად იგივეა, რაც კოლეგებმა თქვეს.

როცა იმპორტით ვიყავით დაკავებული, პლაცით ვმოქმედებდით, საწვავი ძირითადად ბულგარეთიდან შემოგვქონდა, სადაც ლუკოილს თავისი ქარხანა ჰქონდა. ამ ეტაპზე უბრალოდ ვყიდულობთ ადგილობრივ ბაზარზე, რადგან იმპორტი შეზღუდული გვაქვს. სანქციების მიუხედავად, კომპანიას აქვს ლიცენზია OFAC-ისგან [აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი] და ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისგან, რომ იფუნქციონიროს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საწვავის შესყიდვას ჩვენი კოლეგებისგან ვაწარმოებთ. შესაბამისად, აღარ ვართ ფასის დამდგენი ორგანიზაცია, დინებას მივყვებით",- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გასული წლის 22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ფინანსური სანქციები დაუწესა.

სანქციების გამოცხადების დროს, აშშ-ის ხაზინამ დოკუმენტს დაურთო სპეციალური დანართი, სადაც განისაზღვრა, რომ 2025 წლის 21 ნოემბრამდე შეზღუდვები არ გავრცელდებოდა რუსეთს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, თუმცა მოგვიანებით, OFAC-მა ეს ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE