მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა მეორიდან მე-15 საფეხურზე ახტომაა - გოჩა ცოფურაშვილი
აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა მეორიდან მე-15 საფეხურზე ახტომაა - გოჩა ცოფურაშვილი

აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა მეორიდან მე-15 საფეხურზე ახტომაა - გოჩა ცოფურაშვილი

BM.GE29 ივნისი, 2026, 17:53|bm.ge

აგროთანდაფინანსების ახალი პროგრამა მოკლებულია სერიოზულ ანალიტიკას და საფრთხეს უქმნის მცირე და საშუალო ფერმერების ჩართულობას დარგის განვითარებაში - ამის შესახებ BMG-სთან ეკონომიკის დოქტორი, სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ახალ დოკუმენტში არ ჩანს სიტუაციური ანალიზი, რაც სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების აუცილებელი პირობაა. ამასთან, გოჩა ცოფურაშვილი ფიქრობს, რომ პროგრამა არ ეყრდნობა წინა წლების გამოცდილების სიღრმისეულ კვლევას.

„როდესაც სტრატეგიულ დოკუმენტებს აკეთებენ, მისი 30-35% სიტუაციური - ე.წ. SWOT ანალიზი უნდა იყოს, პრობლემების ხე, ფაქტორების ანალიზი. აქ კი ანალიტიკური სიღრმეები საერთოდ არ გვაქვს. ეს არის მეორე საფეხურიდან მე-15 საფეხურზე ახტომა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავალაგეთ კოოპერაცია, მიწების კონსოლიდაცია და ჭკვიანი სპეციალიზაცია, რაც აუცილებელი ბაზისია

გამოტოვებულია მიწის ჩართულობის, მიწის პოლიტიკის ნაწილი. რაც წარმოდგენილია, ეს უფრო კომერციული პროექტია, რომელიც გარკვეულწილად, დროში იქნება გაწელილი და ინიციატივებს დათრგუნავს“, - აცხადებს ცოფურაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა პროგრამაში საბანკო სექტორის როლის ცვლილება - ახალი მოდელის მიხედვით, პროექტების შეფასების მთავარი ფუნქცია სააგენტოზე გადადის, რაც, ცოფურაშვილის აზრით, პროცესს შეაფერხებს.

„ჯობდა პირველი ფილტრი ბანკი ყოფილიყო. ბოლო 12 წლის განმავლობაში ბანკებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული პროფესიული ზრდა განიცადეს და შესაბამისი სამსახურები შექმნეს. სააგენტოს კი, ჩემი აზრით, არ გააჩნია ის კვალიფიკაცია და ადამიანური რესურსი, რომ ამხელა ნაკადს და სიღრმისეულ ბიზნეს-გეგმებს გაუმკლავდეს.

ბანკის მეორე პლანზე გადატანა და სააგენტოს ფუნქციების წამოწევა - თუ მზად არ არის სააგენტო ამისთვის, ძალიან სერიოზულ პრობლემებს და შეფერხებებს შექმნის. მთლიანობაში, მე ვფიქრობ, რომ პროექტზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდება და შემცირდება - სოფლის განვითარების თემატიკა, რომელიც ასეთი პრიორიტეტია, საერთოდ არ ჩანს და დაკარგულია - ზოგადად, მდგრადი განვითარება, ინკლუზიურობა, ადამიანების ჩართულობა, კოოპერაცია იქნება ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ნაჩქარევი, მექანიკურად გაერთიანებული და დღევანდელ სიტუაციაში არ წარმოადგენს რეფორმატორულ ხაზს, რაც დარგს სჭირდება“ - აცხადებს გოჩა ცოფურაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, ახალი პირობა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია და მხოლოდ შემდეგ მიიღოს სახელმწიფოს დაფინანსება, მცირე და საშუალო ფერმერებს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.

„აქცენტი გადავიდა მსხვილ კომპანიებზე, ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ ჯერ მილიონი დახარჯოს და ორი-სამი წლის შემდეგ დაელოდოს სახელმწიფოსგან თანხის დაბრუნებას. მცირე ფერმერებისთვის არეალი შეზღუდულია. ეს ნიშნავს, რომ მიწის ძირითადი მასები და ის რესურსი, რაც დარგის განვითარებისთვისაა საჭირო, პროცესიდან ამოვარდება.

როდესაც მინისტრთან დებატებში ამ ცვლილებების ახსნა მოვითხოვე, მივიღე განმარტება, რომ იტალიელ სპეციალისტებს ჰკითხეს. თუმცა, ის, რაც მუშაობს ევროპაში ან თურქეთში, ჩვენს რეალობას არ შეესაბამება, რადგან ჩვენ შინაარსობრივი და სტრუქტურული პრობლემები ჯერ კიდევ მოსაგვარებელი გვაქვს“, - განმარტავს ცოფურაშვილი.

მთავრობამ აგროთანდაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია. 15 მილიონიდან 4 მლნ ლარამდე მცირდება თანადაფინანსების ლიმიტი. პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე ვადიანობა კი 66-დან 36 თვემდე შემცირდა. პროგრამის მიზანი, მთავრობის ინფორმაციით, პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის ხელშეწყობა და აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერაა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობის გზით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში და აზერბაიჯანში ჩადის

ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში და აზერბაიჯანში ჩადის

BM.GE

სამხრეთ კორეის AI-ინდუსტრიაში $880 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება

სამხრეთ კორეის AI-ინდუსტრიაში $880 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება

BM.GE

"არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების" - ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

"არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების" - ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE

იუსტიციის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გაეროს საჯარო სერვისების ფორუმისთვის ₾4 მილიონი გამოეყო

იუსტიციის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გაეროს საჯარო სერვისების ფორუმისთვის ₾4 მილიონი გამოეყო

BM.GE