
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
FIFA მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთი ისევ იმ საერთო ემოციად უნდა ვაქციოთ, რომელიც ყველას გვაერთიანებს, როგორც მაშინ, საქართველო რომ ევროპაზე გავიდა. როცა მთელი ქვეყანა ერთ ეკრანს უყურებდა, ერთად ყვიროდა და თითოეულ გოლს ერთად ზეიმობდა. ახლა კი, FIFA World Cup 2026-ის წინ, McDonald’s საქართველო სწორედ ამ განწყობის საქართველოში გადმოტანა დაიწყო.
გლობალური პარტნიორის სტატუსით, McDonald’s FIFA World Cup 2026-ს სპეციალური შეთავაზებებით, კოლექციური ნივთებით, ინტერაქციული აქტივობებით და ფეხბურთის კულტურასთან დაკავშირებული გამოცდილებებით ხვდება.
წლევანდელი ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართება და კამპანიის მთავარი იდეაც სწორედ იმ ენერგიის გაზიარებაა, რომელიც ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე ემოციურ მოვლენად აქცევს. კამპანიაში მონაწილეობენ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები და ლეგენდები: Lamine Yamal, Son Heung-min, Thierry Henry, David Beckham და Ronaldinho. სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნება მათი გამოსახულებებით გაფორმებული საკოლექციო ჭიქებიც.
McDonald’s საქართველოს კამპანია კი ადგილობრივ გამოცდილებას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს გრიმასი, მაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ისამნისფერი ფუმფულა პერსონაჟი და გულშემატკივრებს ადგილზე ფეხბურთთან დაკავშირებულ თამაშებში ჩართავს. აქტივობის მთავარი გამოწვევა იქნება „გაუტანე გრიმასს გოლი“, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად მინი ბურთები გადაეცემათ.
მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფერო სრულად გადმოინაცვლებს მაკის რესტორნებშიც. ყველა რესტორანი მოირთვება FIFA World Cup 2026-ში მონაწილე ქვეყნების დროშების ვიზუალით გაფორმებული გირლანდებით, რითაც სტუმრებს საფეხბურთო განწყობა მაკდონალდსის ყველა რესტორანში დახვდებათ. კამპანიის ფარგლებში გადაიბრენდება კიოსკებიც, ხოლო ყველა დრაივიან რესტორანში სპეციალურად მოეწყობა ბრენდირებული დრაივის თაღი.