მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი პროდუქტის წარდგენის ფონზე, NVIDIA-ს შეფასება 6%-ით გაიზარდა
ახალი პროდუქტის წარდგენის ფონზე, NVIDIA-ს შეფასება 6%-ით გაიზარდა

ახალი პროდუქტის წარდგენის ფონზე, NVIDIA-ს შეფასება 6%-ით გაიზარდა

BM.GE3 ივნისი, 2026, 04:30|bm.ge

ინვესტორებმა NVIDIA-ს მიერ ახალ ბაზარზე შესვლის და კომპანიის ისტორიაში პირველი სამომხმარებლო CPU-პროცესორის წარდგენის სიახლე პოზიტიურად მიიღეს.

ტაიპეიში გამართული პრეზენტაციის ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის აქციების შეფასება დამატებით 6.3%-ით გაიზარდა და კაპიტალიზაციამ $5.4 ტრილიონს მიაღწია.

კომპანიის უახლესი პროდუქტი RTX Spark-ია, რომელიც ბაზარზე Intel-ის, AMD-ისა და Apple-ის პროცესორების პირდაპირი კონკურენტი იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულად RTX Spark-ს, მისი ფლაგმანური ვერსია 20 ცენტრალურ და 6144 გრაფიკულ ბირთვს აერთიანებს. ჩიპი აღჭურვილია 128-გიგაბაიტიანი LPDDR5X ტიპის მეხსიერებით, რომელიც რთული გამოთვლითი ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. ახალი პროცესორით 12K გარჩევადობის ვიდეოს დამონტაჟება და გრაფიკულად განსაკუთრებით დატვირთული ვიდეოთამაშების 1440p გაფართოებით გაშვებაა შესაძლებელი.

ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, RTX Spark-ის გამოშვებით NVIDIA პერსონალური კომპიუტერების სამყაროში ახალ ეპოქას იწყებს, რომელიც AI-აგენტებს ეფუძნება. როგორც ცნობილია, Spark-ის ასეთი სიმძლავრე სწორედ AI-აპლიკაციებთან არის დაკავშირებული და ის ამ მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სამომხმარებლო პროცესორი იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE