მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი სანქციების გამო, ირანული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა
ახალი სანქციების გამო, ირანული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

ახალი სანქციების გამო, ირანული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

BM.GE25 აგვისტო, 2026, 17:27|bm.ge

ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი აშშ დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და არაფორმალურ ბაზარზე $1-ის ღირებულებამ 2 მილიონ რიალს გადააჭარბა.

ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უკავშირდება. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი ისტორიაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს, რომელიც ირანის ეკონომიკას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

ექსპერტების შეფასებით, ახალი სანქციების ტალღა კი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ირანულ ფინანსურ სექტორს დამატებით დარტყმას მიაყენებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ირანის ეკონომიკური იზოლაციის მიზნით, ახალი სანქციების გეგმა, სახელწოდებით „ოპერაცია ეკონომიკური განდევნილი“ წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონი მეორად სანქციებს დაუწესებს იმ სუბიექტებს, რომლებიც თეირანის ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობენ.

ახალი შეზღუდვები ნავთობის, ავიაციის, ციფრული აქტივების, ტექნოლოგიებისა და ოქროს სექტორებს მოიცავს. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განმარტებით, სანქციები ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტებზეც გავრცელდება, თუ ისინი ირანული ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციაში ჩაერთვებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხური "Ardshinbank"-ის მფლობელი Arins Group-ი TeraBank-ს ყიდულობს - შეთანხმება გაფორმდა

სომხური "Ardshinbank"-ის მფლობელი Arins Group-ი TeraBank-ს ყიდულობს - შეთანხმება გაფორმდა

BM.GE

რუსთაველის რეაბილიტაციისას კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს - კალაძე

რუსთაველის რეაბილიტაციისას კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს - კალაძე

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

BM.GE

ტერაბანკში ახალი სტრატეგიული ინვესტორი შემოდის

ტერაბანკში ახალი სტრატეგიული ინვესტორი შემოდის

BM.GE