მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია

ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია

BM.GE11 მაისი, 2026, 17:31|bm.ge

სადაზღვევო კომპანია ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის - Tbilisi Art Fair (TAF) - ოფიციალური მზღვეველი და პარტნიორია. რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო სცენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ალდაგის მიერ სრულად იქნება დაზღვეული.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 21-24 მაისს "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით და სოლოს მხარდაჭერით "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება, რომელიც მსოფლიოს 8 ქვეყნიდან 32 გალერეას და 50-მდე დამოუკიდებელ არტისტს გააერთიანებს, რომელთა შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.

ამ პროექტით ალდაგი აგრძელებს სახელოვნებო სფეროს მხარდაჭერას და კოლექციონერებსა თუ სახელოვნებო სივრცეებს ნამუშევრების დაზღვევის სპეციალიზებულ მომსახურებას სთავაზობს.

“საერთაშორისო სტანდარტების სადაზღვევო მომსახურება ხელოვნების ტრანსპორტირებისა და ექსპონირების პროცესში, ხელს უწყობს სფეროს მდგრადობას და ქმნის საიმედო გარემოს ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის, როგორც მთავარი მზღვეველისა და პარტნიორისთვის, Tbilisi Art Fair-ის მხარდაჭერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან გვესმის, რომ ხელოვნება განსაკუთრებულ დაცვას და ზრუნვას საჭიროებს. გვჯერა, რომ დაზღვევის ჩვენს მიერ შექმნილი გამოცდილება, ხელს შეუწყობს სახელოვნებო სფეროს განვითარებას,”- აცადებენ ალდაგში.

გამოფენა-გაყიდვა მეხუთე წელია ტარდება და წელსაც დატვირთულია კურატორული პროექტებითა და დისკუსიებით. პავილიონებში წარმოდგენილი იქნება ლევან მინდიაშვილის მულტიფუნქციური ინსტალაცია „ყვარლის დედაბოძი“, VA[A]DS-ის კურსდამთავრებულთა გამოფენა Human Acts, საერთაშორისო ფოტოპროექტი „Commonplaces“ და საბჭოთა ქართული დიზაინის კვლევა ALL THAT MATERIAL CULTURE.

Tbilisi Art Fair 2026-ის ოფიციალური გახსნა 21 მაისს შედგება. ბაზრობა ვიზიტორებს 24 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE