მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძე
"ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძე

"ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 01:11|bm.ge

მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, რეალურად, ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, კონკრეტული ქვეყნების მედია საშუალებებშიც არის ეს მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის ევროპულ მედიაში.

“მე მახსოვს, თავის დროზე, გერმანიაში როცა ვსწავლობდი 2002-დან 2006 წლამდე, ვუყურებდი ხოლმე გერმანულ ტელევიზიებს და აბსოლუტურად გახსნილი იყო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ახლა შეგიძლიათ ჩართოთ იგივე თოქ-შოუები, მათ შორის ხშირად იგივე წამყვანებით და აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის. ანუ, აქამდე მიიყვანეს საბოლოო ჯამში მედია სივრცე ევროპის მასშტაბით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გამოფხიზლება ჭიანურდება. თორემ გამოფხიზლების დრო ყოველთვის იყო.ეს 30 % ერთ წელიწადში არ ჩამოსულა 17.5 %-მდე.

იყო რამდენიმე ვარდნა: პირველი იყო 2008 წლის შემდეგ, მეორე იყო 2013 წლის შემდეგ, მესამე – ახლა უკრაინაში მეორე ომის დაწყების შემდეგ. ეს ერთბაშად არ მომხდარა. მაგრამ რეალურად სივრცე არ არსებობს დისკუსიებისთვის.იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სივრცეც გაიხსნება. ეს არის, რა თქმა უნდა, ზოგადი ოპტიმიზმი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც მომენტში ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, თავისი საფეხურები აქვს ისტორიულ განვითარებას ნებისმიერ სივრცეში, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე, რაღაც საფეხურზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება,”- აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილის სიტყვა ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე

მაკა ბოჭორიშვილის სიტყვა ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე

BM.GE

ანაკლიის პორტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს - კობახიძე

ანაკლიის პორტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს - კობახიძე

BM.GE

საქართველოში, საშუალოდ, $100 მილიონს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და €100 მილიონს-ევროკავშირიდან - კობახიძე

საქართველოში, საშუალოდ, $100 მილიონს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და €100 მილიონს-ევროკავშირიდან - კობახიძე

BM.GE

TSMC არიზონაში დამატებით $100 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

TSMC არიზონაში დამატებით $100 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

BM.GE