მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამ ეტაპზე მსხვილ ბიზნესებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია
ამ ეტაპზე მსხვილ ბიზნესებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია

ამ ეტაპზე მსხვილ ბიზნესებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია

BM.GE15 მაისი, 2026, 15:51|bm.ge

ნარჩენების მართვის, ESG-ისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებმა ახალი ორგანიზაცია „ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია“ (CERMA) დააფუძნეს. პლატფორმის მიზანი ბიზნესების გაერთიანება და მათი ოპერაციების მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა ცხადაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, CERMA არის პირველი ბიზნეს-პლატფორმა საქართველოში, რომელიც ცირკულარული მოდელის გარშემო როგორც პრაქტიკოსებს, ისე აკადემიურ წრეებს აერთიანებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ასოციაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ კომპანიებთან, რაც ხშირ შემთხვევაში სექტორული გაერთიანებების მეშვეობით ხდება.

"ჩვენ ვართ ახალი ორგანიზაცია, რომელმაც გააერთიანა სფეროს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსები და თეორეტიკოსები. პირადად მე, 10 წელზე მეტია ნარჩენების მართვის მიმართულებით ვმუშაობ. ჩვენს გუნდში არიან ცირკულარული ეკონომიკის აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, ESG კადრები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. დაგროვილმა ცოდნამ და შესაძლებლობებმა მოგვცა საფუძველი, დაგვეარსებინა საქართველოში პირველი ცირკულარული ბიზნეს-პლატფორმა.

ეს არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიებს, რომელთაც სურთ საკუთარი ოპერაციებისა და ბიზნეს-შესაძლებლობების ახალ ეტაპზე გადაყვანა. ჩვენი ეკოსისტემა მხოლოდ წევრებით არ შემოიფარგლება, პარტნიორული მოდელის ფარგლებში, ჩვენს პლატფორმაზე ვუყრით თავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოთამაშეებს: ექსპერტებს, კვლევით ცენტრებს (Think Tanks), ტექნოლოგიებისა და სერვისების მომწოდებლებს, რომლებიც ბიზნესს ამ მწვანე გზაზე სვლაში დაეხმარებიან.

ამ ეტაპზე მსხვილ ბიზნესებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაც ძირითადად სხვადასხვა გაერთიანების, მაგალითად, „რითეილ ასოციაციისა“ და სხვა მსხვილი ასოციაციების მეშვეობით ხდება. ჩვენი წევრები უკვე არიან ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიები, რადგან მათთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაკავშირებს. მანამდე მე თავად ვიყავი ნარჩენების მართვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, შესაბამისად, მათ კარგად იციან ჩვენი შესაძლებლობები. თუმცა ბიზნესებთან ჯერ კიდევ გვიწევს იმის განმარტება, თუ რას ვთავაზობთ მათ კონკრეტულად, რას გულისხმობს ჩვენი პლატფორმა და რატომ არის ის მათთვის საჭირო", - განაცხადა ანა ცხადაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE