მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ამ ობიექტს პრობლემების მთელი კასკადი აქვს" - რა ბედი ელის "ცენტრ პოინტის" ყოფილ მშენებლობას, სადაც ფერდი ჩამოიშალა
"ამ ობიექტს პრობლემების მთელი კასკადი აქვს" - რა ბედი ელის "ცენტრ პოინტის" ყოფილ მშენებლობას, სადაც ფერდი ჩამოიშალა

"ამ ობიექტს პრობლემების მთელი კასკადი აქვს" - რა ბედი ელის "ცენტრ პოინტის" ყოფილ მშენებლობას, სადაც ფერდი ჩამოიშალა

BM.GE12 ივლისი, 2026, 13:46|bm.ge

"ამ ობიექტს პრობლემების მთელი კასკადი აქვს", - ამის შესახებ Next Door-ის მმართველმა პარტნიორმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში თბილისში, მარიჯანის #2-ში მდებარე „ცენტრ პოინტის“ ყოფილ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოიშალა.

როდის დასრულდება თბილისში, „ცენტრ პოინტის“ ყოფილი მშენებლობის ადგილას 26 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა უცნობია. ახალ ინვესტორს - Next Door-ს კონკრეტული ვადის დასახელება უჭირს.

როგორც Next Door-ის მმართველი პარტნიორი ანა გოგიშვილი აცხადებს, სამშენებლო მოედანზე ფერდის და ერთ-ერთი საყრდენი კედლის ჩამოშლის გამო, კომპანიას ახლა ქვაბულის დამატებითი გამაგრება მოუწევს. თუმცა, მისივე თქმით, პროცესები არ გაჭიანურდება, სამუშაოების ჩატარებას ისედაც გეგმავდნენ და პროექტიც მომზადებული აქვთ.

კალაძის თქმით, დაჯარიმდა კომპანია, რომლის მშენებლობაზეც, მარიჯანის N4-ში, ფერდი ჩამოიშალა

"ამ ობიექტს პრობლემების მთელი კასკადი აქვს. ნახევრად აშენებული შენობა 15 წელი იდგა. არც კონსერვაცია ჰქონდა გაკეთებული, აწვიმდა, ათოვდა და სრული ბედნიერებისთვის "ბეტონი მარკას არ იჭერდა", საძირკველში წყალი იდგა... ძალიან დიდი წვალების მერე დაინგრა ეს შენობა. დემონტაჟი მიმდინარეობდა ურთულესად... ახლა იმდენად დიდი ნალექი იყო, არა მხოლოდ ფერდი ჩამოიშალა, გადმოვარდა ბეტონის კედელი თავისი საყრდენებით... ეს არის წლების მანძილზე გაწყლოვანებული კედლები... ის ტერიტორია - ფერდი ჩვენი ტერიტორია არ არის. ღობე არის დროებითი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანილი“, - ამბობს ანა გოგიშვილი.

სამშენებლო მოედანზე ფერდისა და გამაგრებული კედლის ჩამოშლით პროექტი დაახლოებით 1.5 მლნ დოლარით გაძვირდება. ანა გოგიშვილი ამბობს, რომ რომ ქვაბულის გამაგრება დაწყებული იყო, თუმცა „ხიმინჯოვანი ფარდის“ მოწყობა ადგილზე ძველი კოლექტორის გამოვლენამ შეაფერხა, რაც ამ დრომდე არც ერთ ხაზოვან ნახაზში არ ფიქსირდება.

„უკანა მხარეს არის ხიმინჯების ფარდა, ჩვენ გავაკეთეთ და დავასრულეთ. ეს კედელი იყო საყრდენებით დაჭერილი. დავიწყეთ იქ ბურღვა და აღმოჩნდა 70-მეტრიანი კოლექტორი, რომელიც ხაზოვან ნაგებობებში არსად არ ყოფილა დატანილი. როგორც ჩანს, შენობა იყო ზედ დაშენებული. დაიწყო ხიმინჯების კონსტრუქციულად გადაწყობა და აქ არის მთავარი საკითხი, რომ გვიწევს წითელი ხაზის გარეთ გადასვლა ხიმინჯის გასამაგრებლად. გამაგრების პროექტი გაკეთებულია. ახლა ჩაუტარდება სამხარაულის ექსპერტიზა - მუშაობს თუ არა ასეთი კონსტრუქცია კარგად და შემდეგ დაიწყება მოწყობა“, - ამბობს Next Door-ის მმართველი პარტნიორი.

ანა გოგიშვილი მიუთითებს, რომ პროექტი იმდენად პრობლემურია, როგორც განშლის სამართლებრივი ნაწილის, ისე ტექნიკური მხრივ, რომ თუ ცენტრალური ხელისუფლება, მუნიციპალიტეტი და საჯარო რეესტრი არ გაერთიანდა, მხოლოდ კერძო ინვესტორის ძალისხმევა ვერაფერს გახდება. ამ პროცესში მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის ბიუროკრატიული ბარიერებიც, მათ შორის დოკუმენტების მიღების კუთხით.

„მერიის ქვე-განყოფილებები, თუნდაც არქიტექტურა, ჩემთვის პირადად ძალიან დიდი თავის ტკივილია“, - ამბობს ანა გოგიშვილი.

მისი თქმით, პროექტის სამშენებლო ნებართვას ვადა 2029 წლის ბოლომდე აქვს.

„ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარი ნულზე ამოსვლას დასჭირდება. მთავარი დრო მიდის საძირკვლის მოწყობაში. 26-მეტრიან ხიმინჯებზე უნდა დავსვათ შენობა. ამაში კორექტირება არ მომხდარა, პირველივე დღიდან ასე მაქვს. ასეთი შეთანხმება იყო. მონოლითის ნაწილში არ ველოდი რთულ გამოწვევებს ტექნიკურად, თუმცა სამშენებლო მოედნის პრობლემა გვაქვს. არის მჭიდრო განაშენიანება, უფლებას არ გაძლევენ 18:00 სთ-ის მერე იმუშაო. „მარიჯანს“ აქვს სრული ბუკეტი გამოწვევების. მაგრამ მე მინდა საზოგადოებას მივმართო, მეზობლებსაც, სახელმწიფოსაც და ყველას, რომ ამ ობიექტის წარმატებით დასრულება ყველას გამარჯვებაა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცოდვა ადევს - 500 ოჯახია ქუჩაში", - განაცხადა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სტიქია მასშტაბურია" - დავით სონღულაშვილი თელავშია

"სტიქია მასშტაბურია" - დავით სონღულაშვილი თელავშია

BM.GE

"გრძელდება სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერება" - რეგიონების რომელ კლინიკებში რა სამუშაოები მიმდინარეობს?

"გრძელდება სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერება" - რეგიონების რომელ კლინიკებში რა სამუშაოები მიმდინარეობს?

BM.GE

ვინ იყო და რა ქონებას ფლობდა ქართული წარმოშობის თურქი ბიზნესმენი ისმეთ აჯარი-ვაჭარაძე?

ვინ იყო და რა ქონებას ფლობდა ქართული წარმოშობის თურქი ბიზნესმენი ისმეთ აჯარი-ვაჭარაძე?

BM.GE

იტალიის ბანკის მმართველმა ევროზონის ეკონომიკური პერსპექტივა მყიფედ შეაფასა

იტალიის ბანკის მმართველმა ევროზონის ეკონომიკური პერსპექტივა მყიფედ შეაფასა

BM.GE