მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amazon-ი $25 მილიარდის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს
Amazon-ი $25 მილიარდის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

Amazon-ი $25 მილიარდის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

BM.GE9 ივლისი, 2026, 01:00|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, Amazon-ი $25 მილიარდის აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, კომპანია ამ ნაბიჯს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაზრდილი ინვესტიციების დასაფინანსებლად გადადგამს. ჯეფ ბეზოსის ფირმის წარმომადგენლის განცხადებით, მიღებული ფინანსები სამომავლო კაპიტალურ ხარჯებსა და მოახლოებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებას მოხმარდება.

ემისია რვა ტრანშად განაწილებულ ფიქსირებული და მცოცავი განაკვეთის მქონე ობლიგაციებს მოიცავს. გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადები კი 2029 წლიდან 2066 წლამდე პერიოდით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალის მოსაზიდად სესხებისა და აქციების გამოშვების გამოყენება სილიკონის ველის გიგანტებისთვის ახალი ტენდენციის ნაწილია. წარსულში მსგავსი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარი პროექტების დასაფინანსებლად ძირითადად ფულად რეზერვებს იყენებდნენ.

მიმდინარე წელს კი Amazon-მა, Alphabet-მა და Microsoft-მა მიდგომები შეცვალეს. როგორც ანალიტიკოსების აღნიშნავენ, ტექ-გიგანტების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებების გახშირება ინვესტორთა მხრიდან ფასიანი ქაღალდების მიმართ მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE