მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა „ლივერპულის“ თანამფლობელი გახდეს
Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა „ლივერპულის“ თანამფლობელი გახდეს

Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა „ლივერპულის“ თანამფლობელი გახდეს

BM.GE23 ივლისი, 2026, 04:22|bm.ge

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იმ ინვესტორთა კონსორციუმს შეუერთდეს, რომელიც „ლივერპულის“ აქციების ნაწილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს.Sky News-ის ინფორმაციით, ბეზოსმა ამ საკითხზე უკვე გამართა მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ამიტ ბჰატია - მილიარდერი ფოლადის მაგნატის, ლაკშმი მიტალის სიძე.თუმცა წყაროს ცნობით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომ ბეზოსი საბოლოოდ ინვესტიციას ნამდვილად განახორციელებს.Forbes-ის შეფასებით, Amazon-ისა და კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებლის ქონება დაახლოებით $257 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.ბეზოსი წარსულშიც ინტერესდებოდა სპორტულ კლუბებში ინვესტირებით. მედიის ინფორმაციით, მან ადრე შეისწავლა NFL-ის კლუბების - “Seattle Seahawks-ისა” და “Washington Commanders-ის” - შეძენის შესაძლებლობაც, თუმცა საბოლოოდ არცერთი გარიგება არ შედგა.თუ ბეზოსი „ლივერპულში“ მართლაც დააბანდებს ფულს, ეს ინგლისურ ფეხბურთში ამერიკული კაპიტალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესვლა იქნება.ამჟამად პრემიერ ლიგის 20 კლუბიდან დაახლოებით ნახევარი ამერიკელ ინვესტორებს ეკუთვნით, მათ შორის არიან მოქმედი ჩემპიონი „არსენალიც“.Financial Times-ის ცნობით, ამიტ ბჰატიას კონსორციუმსა და „ლივერპულის“ მფლობელ კომპანია Fenway Sports Group (FSG)-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კლუბს არანაკლებ $6 მილიარდად აფასებს.ამიტ ბჰატიამ მიმდინარე კვირაში უარი თქვა ჩემპიონშიფის კლუბ “Queens Park Rangers-ში” საკუთარ წილზე, რათა „ლივერპულში“ დაგეგმილი ინვესტიციისთვის გზა გაეხსნა.ჯერ უცნობია, გახდება თუ არა ეს გარიგება მომავალში კლუბის სრული მფლობელობის შეცვლის წინაპირობა, თუმცა საფეხბურთო წრეებში უკვე წლებია საუბრობენ, რომ FSG ერთ ეტაპზე „ლივერპულის“ სრულად გაყიდვასაც განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოდან თხილის მთლიანი მოსავლის ექსპორტირება შესაძლებელია - GPR Nuts

შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოდან თხილის მთლიანი მოსავლის ექსპორტირება შესაძლებელია - GPR Nuts

BM.GE

ხვალ, გაზმომარაგება სამგორში 13 600 აბონენტს 24 საათით შეუწყდება - "თბილისი ენერჯი"

ხვალ, გაზმომარაგება სამგორში 13 600 აბონენტს 24 საათით შეუწყდება - "თბილისი ენერჯი"

BM.GE

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE

ტრამპის წარმომადგენლები პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დღეს კიევში ჩადიან

ტრამპის წარმომადგენლები პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დღეს კიევში ჩადიან

BM.GE