მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amazon-მა საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა
Amazon-მა საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

Amazon-მა საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

BM.GE10 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა საფრანგეთის ეკონომიკაში €15 მილიარდზე მეტი ღირებულების ინვესტიციის დაბანდების გეგმა წარადგინა. აღნიშნული კაპიტალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, Cloud-გამოთვლებსა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას მოხმარდება.

სტრატეგიული გაფართოების ფარგლებში, Amazon-ი ქვეყნის მასშტაბით ოთხი ახალი სადისტრიბუციო ცენტრის გახსნას და არსებული ქსელის მოდერნიზებას გეგმავს. პირველი სამი ობიექტი ილიე-კომბრეში, ბოვესა და კოლომბიე-სონიეში მუშაობას 2026 წლიდან დაიწყებს, ხოლო მეოთხე ცენტრი, რომელიც ენსისჰაიმში განთავსდება, ექსპლუატაციაში 2027 წლის ბოლოს შევა. კომპანიის გათვლებით, პროექტის ფარგლებში 7,000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

Amazon France-ის ხელმძღვანელის, ჟან-ბატისტ თომასის განცხადებით, ინვესტიცია ფრანგული ბიზნესის განვითარებასა და მიწოდების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული სიახლის გავრცელების ფონზე, Amazon-ის საბაზრო შეფასება რეკორდულ $3 ტრილიონს აღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE