მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AMD ტაივანის AI სექტორში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
AMD ტაივანის AI სექტორში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

AMD ტაივანის AI სექტორში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

BM.GE23 მაისი, 2026, 01:23|bm.ge

ამერიკულმა ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა Advanced Micro Devices-მა განაცხადა, რომ ტაივანის ხელოვნური ინტელექტის სექტორში $10 მილიარდზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც ირკვევა, კომპანიის მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპების წარმოებისა და აწყობის სიმძლავრეების გაზრდაა.

არსებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანია თანამშრომლობას ტაივანურ ჩიპების შეფუთვისა და ტესტირების პროვაიდერ ASE-სთან და მის შვილობილ კომპანია SPIL-თან დაიწყებს. ისინი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და პროცესორებისთვის უფრო ენერგოეფექტურ ტექნოლოგიას ერთობლივად შეიმუშავებენ. როგორც ირკვევა, ეს ტექნოლოგია გათვლილი იქნება AMD-ს Venice-ის ცენტრალურ პროცესორებსებზე. საუბარია 2-ნანომეტრიან CPU-ებზე, რომლებსაც ტაივანური გიგანტი, TSMC ქმნის. პარალელურად, AMD სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის PTI-სთან, Sanmina-სთან, Wiwynn-თან, Wistron-სა და Inventec-თანაც აპირებს თანამშრომლობის დაწყებას.

ცნობისთვის, ტაივანი წამყვან როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტის გლობალურ მიწოდების ჯაჭვში. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, როგორებიც არიან Apple-ი და Nvidia.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE