მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. American Airlines-ის ბორტზე Starlink-ის ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი
American Airlines-ის ბორტზე Starlink-ის ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი

American Airlines-ის ბორტზე Starlink-ის ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი

BM.GE31 მაისი, 2026, 02:24|bm.ge

American Airlines-ი 500-ზე მეტი თვითმფრინავის სატელიტური ინტერნეტით, Starlink-ით აღჭურვას გეგმავს, რაც მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია ილონ მასკის კომპანია SpaceX-ისთვის, რომელიც მსხვილ გადამზიდავებთან ბორტზე Wi-Fi-ის მიწოდების მიმართულებით თავის პოზიციებს აძლიერებს.

ავიაკომპანიამ სამშაბათს განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან Starlink-ს დაახლოებით 500 ვიწროფიუზელაჟიან Airbus-ის თვითმფრინავზე (მაგალითად, A321neo) დააინსტალირებს.

იანვარში American-მა United Airlines-ის, Delta Air Lines-ისა და სხვების მაგალითს მიბაძა და თავისი ხშირი მგზავრების პროგრამის წევრებისთვის ბორტზე უფასო Wi-Fi დანერგა.

მარტში Delta-მ განაცხადა, რომ 2028 წლიდან ასობით თვითმფრინავზე ბორტზე Wi-Fi-სთვის Amazon Leo-ს გამოიყენებს. United-მა, Southwest Airlines-მა და Alaska Airlines-მა, რომელიც 2024 წელს Hawaiian Airlines-თან გაერთიანდა, არჩევანი Starlink-ზე შეაჩერეს.

გადამზიდავები მაღალმხარჯველობითი მომხმარებლებისთვის იბრძვიან, მათ შორის, ოდესღაც ნელი, ძვირად ღირებული და მოუხერხებელი ინტერნეტის მაღალ სიჩქარეზე გადაყვანით.

ამავდროულად, SpaceX პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება, რომელიც სავარაუდოდ მომავალ თვეში გაიმართება და, შესაძლოა, რეკორდულიც აღმოჩნდეს.

IPO-სთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის კავშირგაბმულობის ქვედანაყოფმა, რომელიც Starlink-საც მოიცავს, გასულ წელს 11.39 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, რაც მთლიანი გაყიდვების 61%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE