მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკამ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი გაახანგრძლივა
ამერიკამ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი გაახანგრძლივა

ამერიკამ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი გაახანგრძლივა

BM.GE19 მაისი, 2026, 19:07|bm.ge

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა რუსული საზღვაო ნავთობის შესყიდვაზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმი კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა, რაც ირანის ომით დაზარალებული, ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყნების დახმარებას მიზნად ისახავს.

აღსანიშნავია, რომ უწყება მანამდე ამ შეღავათის გაუქმებას გეგმავდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ფედერალურმა ხაზინამ 30-დღიანი გენერალური ლიცენზია მას შემდეგ გამოსცა, რაც წინა გამონაკლისის ვადა შაბათს ამოიწურა. სკოტ ბესენტის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ტანკერებში ჩატვირთულ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დროებით წვდომას უზრუნველყოფს, რაც რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრ ამერიკულ სანქციებს არ არღვევს.

რაც შეეხება მიზეზებს, Reuters-ის ინფორმაციით, ლიცენზიის მეორედ გაგრძელება იმ ქვეყნებმა მოითხოვეს, რომლებიც აშშ-ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, სპარსეთის ყურის ნავთობის მიწოდების გარეშე დარჩნენ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსულ ნავთობგიგანტებს, Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები გასულ წელს დაუწესა, რაც მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირებამ გლობალურად ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, ფინანსთა სამინისტრომ პირველი დროებითი ლიცენზია მარტში გამოსცა, რაც მიწოდების დეფიციტის აღმოფხვრასა და ფასების ზრდის შეჩერებას ემსახურებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE