მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკულ კომპანიებს კვარტალური ანგარიშების წარმოდგენა აღარ მოუწევთ?
ამერიკულ კომპანიებს კვარტალური ანგარიშების წარმოდგენა აღარ მოუწევთ?

ამერიკულ კომპანიებს კვარტალური ანგარიშების წარმოდგენა აღარ მოუწევთ?

BM.GE7 მაისი, 2026, 04:27|bm.ge

აშშ-ის საფონდო ბაზრის მარეგულირებელმა ორგანომ ოფიციალურად წარადგინა ინიციატივა, რომელიც საჯარო კომპანიებს ფინანსური შედეგების ყოველ კვარტალში გასაჯაროების ვალდებულებას უუქმებს და ანგარიშგების წელიწადში მხოლოდ ორჯერ წარმოდგენის შესაძლებლობას აკანონებს.

აღნიშნული რეფორმა, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქტიურად უჭერს მხარს, 55-წლიან ტრადიციას ცვლის. SEC-ის თავმჯდომარის, პოლ ატკინსის განცხადებით, არსებული წესების სიმკაცრე კომპანიებსა და ინვესტორებს უზღუდავდა შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ ანგარიშგების ის სიხშირე, რომელიც მათ ბიზნესსა და ინტერესებს საუკეთესოდ შეესაბამება.

ინიციატივის მხარდამჭერები, მათ შორის ბირჟები და ისეთი მსხვილი კორპორაციები არიან, როგორიცაა: JPMorgan Chase და Morgan Stanley. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კვარტალური ანგარიშგება ბიზნესისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. მათი არგუმენტაციით, არსებული სისტემა ხელს უწყობს კორპორაციულ მოკლევადიანობას გრძელვადიანი დაგეგმარების ხარჯზე, რაც ბოლო ათწლეულში აშშ-ში საჯარო კომპანიების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია.

როგორც ირკვევა, რეფორმა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება, რომლებისთვისაც ბიუროკრატიული რესურსების მობილიზება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

მეორე მხრივ, ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ ანგარიშგების სიხშირის შემცირება ბაზარზე ინფორმაციულ ასიმეტრიასა და მაღალ ვოლატილობას გამოიწვევს. SEC-ის ოფიციალური პირების განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიები ნახევარწლიურ ოფიციალურ ანგარიშგებაზე გადავლენ, მათ კვლავ შეეძლებათ ნებაყოფლობით გამართონ პრესკონფერენციები ან გაავრცელონ ინფორმაცია კვარტალური შედეგების შესახებ. პარალელურად, დღის წესრიგში დგას ინსაიდერული ვაჭრობის რისკების ზრდისა და მენეჯმენტზე კონტროლის შესუსტების საკითხებიც.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიების უმრავლესობა ახალ სისტემაზე გადასვლას არ გეგმავს. მოლოდინების თანახმად, პირველი რეალური შესაძლებლობა ანგარიშგების ფორმატის შესაცვლელად ბიზნესს 2027 წლის დასაწყისში ექნება. ამასთან, მსხვილი კომპანიებისთვის ფაქტობრივად გამორიცხულია ახალ ფორმატზე გადასვლა, რადგან მათ მიმართ ინვესტორებს გამჭვირვალობის უკიდურესად მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები აქვთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE