მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკულ საფონდო ბირჟაზე IPO-ს წესები მნიშვნელოვნად იცვლება
ამერიკულ საფონდო ბირჟაზე IPO-ს წესები მნიშვნელოვნად იცვლება

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე IPO-ს წესები მნიშვნელოვნად იცვლება

BM.GE20 მაისი, 2026, 22:22|bm.ge

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) პირველადი საჯარო შეთავაზების წესების ფუნდამენტური რეფორმა წარადგინა, რომელიც კომპანიებისთვის საფონდო ბირჟაზე გასვლის პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

ცვლილებების მიხედვით, მცირე კომპანიებისთვის ე.წ. თაროსებრი რეგისტრაციის პროცესი გამარტივდება, რაც მათ კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, ხოლო მსხვილ კომპანიებს მინიმუმ ხუთწლიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემათ, სანამ მკაცრი ანგარიშგების წესების დაცვა მოუწევთ.

როგორც ირკვევა, რეფორმა შესაძლოა განსაკუთრებით სარგებლიანი აღმოჩნდეს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ისთვის, რომლის აქციებით ვაჭრობის დაწყებაც საფონდო ბირჟაზე ზაფხულშია მოსალოდნელი.

პარალელურად, აღნიშნული შეღავათები გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ისეთი გიგანტების მოსალოდნელ მეგა-IPO-ებზე, როგორებიც Anthropic AI და OpenAI არიან.

SEC-ის თავმჯდომარე პოლ ატკინსი განმარტავს, რომ ჭარბი რეგულაციები კომპანიებს საჯაროობაზე უარს ათქმევინებდა, ახალი ინიციატივის მიზანი კი საჯარო ანგარიშგების ხარჯებისა და სირთულეების შემცირება, უსაფუძვლო სასამართლო დავების შეზღუდვა და ამერიკის საინვესტიციო მიმზიდველობის აღდგენაა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 1990-იან წლებთან შედარებით, საჯარო კომპანიების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, რადგან უმსხვილესი სტარტაპები IPO-ზე გასვლას კერძო სტატუსის შენარჩუნებას ამჯობინებენ. მიზეზი ვენჩურული ინვესტორებისა და კერძო კაპიტალის ფირმებისგან ასეულობით მილიონი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობაა, რაც კომპანიებს საჯარო ანგარიშგების ვალდებულებებს არიდებს.

თვალსაჩინოებისთვის, თუ 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის ბირჟებზე 7 800-ზე მეტი კომპანია იყო რეგისტრირებული, გასულ წელს მხოლოდ 374 განთავსება განხორციელდა, რაც სწორედ მკაცრ რეგულაციებს უკავშირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

BM.GE

რომელ ვალუტაში ვისესხოთ? - "თიბისი კაპიტალის" რეკომენდაციები ბიზნესს

რომელ ვალუტაში ვისესხოთ? - "თიბისი კაპიტალის" რეკომენდაციები ბიზნესს

BM.GE

OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

BM.GE

გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

BM.GE