მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს
ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

BM.GE26 მაისი, 2026, 00:15|bm.ge

ამერიკულმა კონსორციუმმა "ნაპოლის" შესაძენად დე ლაურენტისების ოჯახს დაახლოებით 2 მილიარდი ევროს შეთავაზება გაუკეთა.

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს, ცნობილია, რომ მოლაპარაკებებს ამერიკული კომპანია Underdog Global Partners (UGP) ხელმძღვანელობს. ინვესტორთა ჯგუფი აპირებს, აურელიო დე ლაურენტისის მიერ შექმნილ წარმატებულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მისცეს.

დე ლაურენტისმა „ნაპოლი“ 2004 წლის სექტემბერში, როდესაც კლუბი იტალიის მესამე დივიზიონში და გაკოტრების პირას იყო, გადაარჩინა. ცნობილმა კინოპროდიუსერმა არა მხოლოდ დააბრუნა კლუბი სერია A-ში, არამედ 2023 წელს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოც მოაგებინა. კლუბის ისტორიაში მან ორი სკუდეტო, სამი იტალიის თასი და ერთი სუპერთასი მოიგო, რითაც „ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მფლობელად ითვლება.

როგორც ცნობილია, „ნაპოლი“ ოფიციალურად გასაყიდად არ არის გამოტანილი, თუმცა ამან UGP და მისი პარტნიორები არ შეაჩერა. მოლაპარაკებები უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს. UGP იტალიურ სპორტში ინვესტირების გამოცდილებასაც ფლობს კომპანია იტალიის მესამე ლიგის კლუბ „კამპობასოს“ უმრავლესობის მფლობელია, ხოლო გასულ მაისში მათ „ნაპოლი ბასკეტში“, ქალაქის საკალათბურთო კლუბშიც შეიძინეს საკონტროლო პაკეტი.

როგორც RedBird Capital Partners-ს ჰქონდა „მილანის“ შემთხვევაში, UGP-ის კონსორციუმსაც სურს მომავალში NBA Europe-ის ფრენჩაიზზე განაცხადის შეტანა, რომლის გაშვებაც 2027 წლისთვის იგეგმება. ამ პროექტში „ნაპოლი“ და „ნაპოლი ბასკეტი“ მრავალსპორტული სისტემის ნაწილი გახდებოდნენ.

რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ შეთავაზებაში ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზეც არის საუბარი. მათ შორისაა „სტადიო დიეგო მარადონას“ პრივატიზაცია და სრული რეკონსტრუქცია.

თუ დე ლაურენტისი ამ წინადადებას დათანხმდება, ეს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური მოგება იქნება. მან „ნაპოლი“ იმ თანხის 2 პროცენტზე ნაკლებ ფასად შეიძინა, რასაც ახლა ამერიკული კონსორციუმი სთავაზობს.

დღეს სერია A-ს 11 კლუბი უცხოურ საკუთრებაშია, მათგან 9 ჩრდილოამერიკული ინვესტორების ხელში. „კალიარის“ 49%-საც ამერიკული კონსორციუმი ფლობს.

სერია B-ის ჩემპიონმა „ვენეციამ“ ცოტა ხნის წინ ამერიკელი ინვესტორის, ტიმ ლეივეკის დამატებითი ინვესტიციაც დაადასტურა. შესაძლოა, მალე ელიტაში „მონცაც“ დაბრუნდეს, რომლის საკონტროლო პაკეტი ბერლუსკონის ოჯახის Fininvest-მა გასულ წელს Beckett Layne Ventures-ს მიჰყიდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა არის სტეიბლკოინი და რომელია ყველაზე პოპულარული?

რა არის სტეიბლკოინი და რომელია ყველაზე პოპულარული?

BM.GE

"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

"საქართველო გასტრონომიულად ასეთი პოპულარული არ მახსენდება ყოფილიყოს" - "კოჭბაანის სახლი"

BM.GE

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

BM.GE

25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

BM.GE