მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკულმა Pfizer-მა და ჩინურ Innovent-თან $10.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა
ამერიკულმა Pfizer-მა და ჩინურ Innovent-თან $10.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

ამერიკულმა Pfizer-მა და ჩინურ Innovent-თან $10.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

BM.GE30 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა და ჩინურმა კომპანიამ Innovent Biologics-მა სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების შესაქმნელად შეთანხმება გააფორმეს. როგორც ირკვევა, ახალი პარტნიორობა მიზნად 12 ინოვაციური პრეპარატის ერთობლივად განვითარებას ისახავს.

ამ მასშტაბური გარიგების საერთო ღირებულება $10.5 მილიარდს აღწევს. შეთანხმების ფარგლებში Innovent-ი წინასწარი შენატანის სახით $650 მილიონს მიიღებს, ხოლო დარჩენილ $9.85 მილიარდს პროექტის სხვადასხვა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ აიღებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კლინიკური კვლევების პირველ ფაზას ჩინური კომპანია უხელმძღვანელებს, შემდეგ კი გლობალური განვითარების პროცესს Pfizer-ი გადაიბარებს. უშუალოდ შეთანხმება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ოთხი პრეპარატის კომერციალიზაციას მხარეები ევროპასა და შეერთებულ შტატებში ერთობლივად განახორციელებენ, თუმცა ჩინეთის ბაზარზე ექსკლუზიურ უფლებებს Innovent-ი შეინარჩუნებს. ამასთან, დარჩენილი რვა პროგრამიდან ოთხზე Pfizer-ი გლობალურ ლიცენზიას მიიღებს და კვლევების ყველა ხარჯს თავად დაფარავს.

ცნობისთვის, ბოლო წლებში გლობალური ფარმაცევტული კომპანიები ჩინურ ბიოტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციებს აქტიურად ზრდიან. გასულ წელს მსგავსი გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ უპრეცედენტო ნიშნულს, $137.7 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნი ფაქტია, რომ ამერიკულმა Pfizer-მა გასული წლის მაისში ონკოლოგიური პრეპარატების მიმართულებით მსგავსი კონტრაქტი კიდევ ერთ ჩინურ კომპანიასთან, 3SBio-სთან გააფორმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE