მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ანაკლიაში უცხოეთიდან ტურისტი კარგა ხანია არ შემოსულა" - ჰოტელიერი
"ანაკლიაში უცხოეთიდან ტურისტი კარგა ხანია არ შემოსულა" - ჰოტელიერი

"ანაკლიაში უცხოეთიდან ტურისტი კარგა ხანია არ შემოსულა" - ჰოტელიერი

BM.GE3 მაისი, 2026, 20:13|bm.ge

„ანაკლიაში უცხოეთიდან ტურისტი კარგა ხანია არ შემოსულა“, - ამის შესახებ ანაკლიაში მდებარე სასტუმროს „თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელმა მარინა თოდუამ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიაში მიმდინარე სეზონის მოლოდინები კვლავ შიდა ტურიზმზეა დამოკიდებული, რადგან უცხოელი ვიზიტორების ნაკადი წლების განმავლობაში შემცირების ტენდენციით გამოირჩევა და კურორტი ამ დრომდე ვერ ახერხებს საერთაშორისო ტურისტული მიმართულების ფუნქციის აღდგენას.

როგორც მარინა თოდუა აღნიშნავს, ანაკლია სეზონური კურორტია და ბიზნესისთვის აქტიური პერიოდი მაისის მეორე ნახევრიდან იწყება. მისი ინფორმაციით, სასტუმრო სტუმრების მიღებას დაახლოებით 15-20 მაისის შემდეგ დაიწყებს, ხოლო პირველი ჯავშნები უკვე მაისის ბოლოდან ფიქსირდება.

"ანაკლია სეზონური კურორტია და პირველ კვარტალში პრაქტიკულად აქტივობა არ გვაქვს. ამ პერიოდში დაკეტილი ვართ და გახსნას დაახლოებით 15-20 მაისის შემდეგ ვგეგმავთ. ჯავშნები უფრო 25 მაისის შემდეგ მაქვს და ივნისისთვის - ძირითადად სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეები ჩამოდიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ორი დღით, ერთი ღამით რჩებიან", - ამბობს თოდუა.

მისივე შეფასებით, ბოლო წლებში კურორტზე უცხოელი ტურისტების კლება ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა დღეს ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.

"ჩვენთან ტურისტი ანაკლიაში კარგა ხანია არ შემოსულა უცხოეთიდან. ბოლო რამდენიმე წელია ჯავშნით უცხოელი ტურისტი პრაქტიკულად არ გვყოლია. იყო ნელ-ნელა კლება და ახლა თითქმის საერთოდ აღარ არიან. თუ შემოდიან, ძირითადად ყოფილი დსთ-ის ქვეყნებიდან - უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან", - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.

მისი თქმით, ტურისტულ აქტივობაზე გავლენას ადგილობრივი ღონისძიებებისა და ფესტივალების ნაკლებობაც ახდენს, რაც ანაკლიის, როგორც საზაფხულო და ფესტივალის მიმართულების პოზიციონირებას აზიანებს.

"ღონისძიებები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს. შეიძლება რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, მაგრამ დინამიკას მაინც ქმნის. ძალიან ცუდია, რომ არც შარშან ჩატარდა და წელსაც არაფერი ისმის. ანაკლია ფესტივალებისთვის ძალიან კარგი ადგილია და მსგავსი აქტივობები კურორტს აუცილებლად სჭირდება", - ამბობს თოდუა.

რაც შეეხება ფასებს, ბიზნესის წარმომადგენელი ამბობს, რომ გაზრდილი საოპერაციო ხარჯების ფონზე მომსახურების გაძვირება პრაქტიკულად გარდაუვალია. მისი ინფორმაციით, სასტუმრო 7-10%-იან კორექციას განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერ მიღებული არ არის.

„დენი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა, პროდუქტებზე ფასებია მომატებული, ჩვენ კვების ობიექტიც გვაქვს და ეს პირდაპირ "გვაწვება" ხარჯებზე. ალბათ მოგვიწევს ფასების მომატება, დაახლოებით 7-10%-ით მაინც, თუმცა გვიჭირს, რადგან გვესმის, რომ მომხმარებლისთვის გადახდა ისედაც რთულია“, - აღნიშნავს იგი.

ამ ეტაპზე, სასტუმროში ნომრების ფასი 60 ლარიდან იწყება და 130 ლარამდე მერყეობს. როგორც მარინა თოდუა ამბობს, საბოლოო ტარიფები სეზონის გახსნამდე დაზუსტდება, თუმცა ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ისევ ტურისტული ნაკადების აღდგენა და კურორტის გააქტიურებაა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართული E-commerce პლატფორმა Bomo.ge 2026 წელს ექსპორტზე ორიენტირდება|მაია ზავრაშვილი

ქართული E-commerce პლატფორმა Bomo.ge 2026 წელს ექსპორტზე ორიენტირდება|მაია ზავრაშვილი

BM.GE

"მეტი ბაზრის დაფარვის ამბიციური გეგმები გვაქვს" – Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი

"მეტი ბაზრის დაფარვის ამბიციური გეგმები გვაქვს" – Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი

BM.GE

სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის იდეოლოგია უნდა გადაიხედოს, დღეს საჯარო უწყებებში ინიციატივა დასჯადია - ქობულია

სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის იდეოლოგია უნდა გადაიხედოს, დღეს საჯარო უწყებებში ინიციატივა დასჯადია - ქობულია

BM.GE

ფინეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ლითიუმის სრულ საწარმოო ციკლს მართავს

ფინეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ლითიუმის სრულ საწარმოო ციკლს მართავს

BM.GE