მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელით პორტი იქნება ქართული მფლობელობის და უზრუნველვყოფთ საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობას - ქვრივიშვილი
ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელით პორტი იქნება ქართული მფლობელობის და უზრუნველვყოფთ საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობას - ქვრივიშვილი

ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელით პორტი იქნება ქართული მფლობელობის და უზრუნველვყოფთ საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობას - ქვრივიშვილი

BM.GE6 აგვისტო, 2026, 22:45|bm.ge

„ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზეაქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე დაღრმავებითი სამუშაოები არის დაწყებული. ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შეიცვალა ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელი, რითაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ პორტი იყოს, რა თქმა უნდა, ქართული მფლობელობის და მეორე მხრივ, არსებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ პორტის ოპერირებაში უზრუნველვყოთ ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის და სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

BM.GE

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

BM.GE

რა ეტაპზეა აბასთუმნის ინფრასტრუქტურული პროექტები - სამინისტროს განმარტება და განახლებული ვადები

რა ეტაპზეა აბასთუმნის ინფრასტრუქტურული პროექტები - სამინისტროს განმარტება და განახლებული ვადები

BM.GE

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება - განახლებული პროექტი

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება - განახლებული პროექტი

BM.GE