მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტის პროექტში მსოფლიო ბანკის პოტენციური ჩართულობა განიხილეს - სამინისტრო
ანაკლიის პორტის პროექტში მსოფლიო ბანკის პოტენციური ჩართულობა განიხილეს - სამინისტრო

ანაკლიის პორტის პროექტში მსოფლიო ბანკის პოტენციური ჩართულობა განიხილეს - სამინისტრო

BM.GE13 ივლისი, 2026, 22:20|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე მსხვილი სტრატეგიული პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალ მოდელს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მასზე დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოტენციური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაზაში.

„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე. სიღრმისეულად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებულ მოდელზე, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო და როგორ აპირებს შემდგომში ანაკლიის პორტის განვითარებას. მოდელი პასუხობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არაერთ ქვეყანაში უშუალოდ პორტის ოპერირებისა და განვითარების ფაზაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, პორტის „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განვითარება საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა.

„მნიშვნელოვანია, რომ პორტი იქნება ქართული, საქართველოს მთავრობა განავითარებს პორტს, შესაბამისად ინვესტიციებსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუმცა აღნიშნული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში ჩვენ შემოვიყვანოთ არაერთი სახელმწიფო ან არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორი“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს სრულ მზადყოფნას და იმ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომლებიც ამჟამად ანაკლიის პორტში უშუალოდ ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობის მიმართულებით სრულდება.

ყურადღება გამახვილდა მომდევნო ფაზებზეც, რაც სამიმოსვლო და სარკინიგზო გზების ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით პროექტირება უკვე დასრულებულია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის სრულ თანხვედრაში ვართ იმ გეგმა-გრაფიკთან, რომელიც გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკვე გეგმა-გრაფიკი ზედმიწევნით შესრულდეს, რათა 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთანიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა იკრძალება

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა იკრძალება

BM.GE

გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძე

გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძე

BM.GE

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა

BM.GE

მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

BM.GE