მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ანაკლიის პორტს სულ მცირე 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად” - მსოფლიო ბანკი
“ანაკლიის პორტს სულ მცირე 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად” - მსოფლიო ბანკი

“ანაკლიის პორტს სულ მცირე 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად” - მსოფლიო ბანკი

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 16:49|bm.ge

ანაკლიის პორტს სულ მცირე კიდევ 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად, თუმცა პროექტი ზუსტად ასახავს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების პრაქტიკულ განხორციელებას - ამის შესახებ “ანალიტიკა”-სთან ინტერვიუში ისაუბრა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის პრაქტიკის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, შომიკ მენდირატამ.

მენდირატას თქმით, ქვეყანაში დამატებით საპორტო სიმძლავრეებზე მკაფიო ეკონომიკური და ფინანსური მოთხოვნა არსებობს, ხოლო „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელზე გადასვლა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება.

შემუშავებული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო საჯარო ინფრასტრუქტურას - საავტომობილო და სარკინიგზო კავშირებს, ტალღათმჭრელსა და დაღრმავებით სამუშაოებს, რის შემდეგაც ტერმინალები კონკურენტულ საწყისებზე, კონცესიით გადაეცემათ კერძო ინვესტორებს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია აღნიშნულ კონცესიებში შესაძლო მონაწილეობით.

სრულ ინტერვიუს შომიკ მენდირატასთან ნახავთ დღეს, 16.05 სთ.-ზე, “ანალიტიკა”-ში, BMGTV-ზე!

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ეროვნული ბანკი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებსიმედი
  • საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღოტვ პირველი
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდარუსთავი 2
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
ბანკის →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

BM.GE

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

BM.GE

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

BM.GE