მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Analog Devices-მა Empower Semiconductor-ი $1.5 მილიარდად შეიძინა
Analog Devices-მა Empower Semiconductor-ი $1.5 მილიარდად შეიძინა

Analog Devices-მა Empower Semiconductor-ი $1.5 მილიარდად შეიძინა

BM.GE21 მაისი, 2026, 03:22|bm.ge

ამერიკულმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Analog Devices-მა ხელოვნური ინტელექტის სექტორში ელექტოენერგიის მიწოდების პორტფელის გაფართოება გადაწყვიტა და Empower Semiconductor-ი შეიძინა. არსებული ინფორმაციით, ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგების ღირებულებამ დაახლოებით $1.5 მილიარდი შეადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შეთანხმება მიზნად ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მაღალი გამოთვლითი სიმძლავრის მქონე სისტემებისთვის ენერგიის მიწოდების გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული ტექნოლოგია აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომლებიც სისტემების მუშაობას ზღუდავს.

Empower Semiconductor-ის ხელმძღვანელ ტიმ ფილიპსის განცხადებით, მისი კომპანია სწორედ ხელოვნური ინტელექტის სისტემებში ენერგიის მიწოდებისას არსებული ყველაზე რთული გამოწვევების გადასაჭრელად დაარსდა. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის პროცესორებს სრული პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება უშუალოდ გარიგების დასრულებას, მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის მიღების შემთხვევაში, პროცესი 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. ტრანზაქციის ჩახურვის შემდეგ ტიმ ფილიპსი Analog Devices-ში ინტეგრირებული ძაბვის რეგულატორების მიმართულებით ტექნოლოგიურ განვითარებას უხელმძღვანელებს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ Analog Devices-ს კორპორაციული გარიგების პროცესში ფინანსურ კონსულტაციას PJT Partners-ი უწევს, ხოლო Empower Semiconductor-ის ფინანსურ მხარდაჭერას Barclays-ი უზრუნველყოფს.

საყურადღებოა, რომ გარიგების დაანონსების შემდეგ Analog Devices-ის აქციების ფასი 1.2%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $419.50-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $204.35 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, ამერიკული მულტინაციონალური კომპანია Analog Devices-ი ნახევარგამტარების სექტორში მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ის ანალოგური, ციფრული და შერეული სიგნალების დამუშავების ინტეგრირებულ სქემებს აწარმოებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE