მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic AI უოლ-სტრიტისთვის $1.5-მილიარდიან პლატფორმას შექმნის
Anthropic AI უოლ-სტრიტისთვის $1.5-მილიარდიან პლატფორმას შექმნის

Anthropic AI უოლ-სტრიტისთვის $1.5-მილიარდიან პლატფორმას შექმნის

BM.GE5 მაისი, 2026, 12:21|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპი Anthropic AI, უოლ-სტრიტის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, $1.5 მილიარდის ღირებულების ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებას ასრულებს.

პროექტის ფარგლებში, ტექნოლოგიური კომპანია Blackstone-თან, Goldman Sachs-თან და სხვა მსხვილ მოთამაშეებთან ითანამშრომლებს. ახალი პლატფორმის მიზანი კერძო საინვესტიციო ფონდების მფლობელობაში არსებული კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიწოდებაა.

არსებული ინფორმაციით, გარიგების ძირითად ბირთვს Anthropic, Blackstone და Hellman & Friedman შეადგენენ. თითოეული მათგანი პროექტში $300 მილიონის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. პარალელურად, დამფუძნებელი ინვესტორის სტატუსით პროცესში Goldman Sachs-იც ჩაერთო, რომლის წილიც, სავარაუდოდ, $150 მილიონი იქნება. WSJ-ის ცნობით, დარჩენილ თანხას სხვა ფინანსური პარტნიორები შეავსებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პარტნიორობა ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობაა. ინვესტორები ვარაუდობენ, რომ Anthropic-ის ტექნოლოგია ბიზნესების ოპერაციულ ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

რაც შეეხება უშუალოდ Anthropic-ს, კომპანია ბაზარზე Google-ისა და Amazon-ის მხარდაჭერით სარგებლობს და OpenAI-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. Claude-ის შემქმნელი სტარტაპის შეფასება $1 ტრილიონს უახლოვდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE