მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-ის Mythos-ი პენტაგონის კიბერუსაფრთხოებას შეამოწმებს
Anthropic-ის Mythos-ი პენტაგონის კიბერუსაფრთხოებას შეამოწმებს

Anthropic-ის Mythos-ი პენტაგონის კიბერუსაფრთხოებას შეამოწმებს

BM.GE17 მაისი, 2026, 19:59|bm.ge

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა სამთავრობო პროგრამებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია Anthropic-ის Mythos-ის მოდელი აამოქმედა. საყურადღებოა, რომ უწყება კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად ამ ტექნოლოგიას იმ ფონზე იყენებს, როდესაც თავად აღნიშნულ მწარმოებელთან - Anthropic-თან თანამშრომლობის შეწყვეტას პენტაგონი ოფიციალურად გეგმავს. აშშ-ის ომის დეპარტამენტის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ემილ მაიკლმა ამ საკითხზე საჯაროდ უკვე ისაუბრა და განაცხადა, რომ Mythos-ის შესაძლებლობები ეროვნული უსაფრთხოებისთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტია.

აღსანიშნავია, რომ Claude Mythos Preview-ს მოდელს ბრაუზერებსა და ინფრასტრუქტურაში ყველაზე დაფარული და დეველოპერებისთვის უცხო ხარვეზების იდენტიფიცირება შეუძლია. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები პრობლემების აღმოჩენისა და მათი გამოსწორების პროცესს საგრძნობლად აჩქარებს. ემილ მაიკლის განმარტებით, ასეთი ტექნოლოგიები კიბერშეტევების რისკებს ზრდის, თუმცა თუ ის თავად იქნება გამოყენებული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ეს საფრთხეს მკვეთრად შეამცირებს.

Anthropic-ის ამჟამინდელი აქტიური გამოყენების მიუხედავად, პენტაგონში აცხადებენ, რომ სტარტაპის უპირატესობა მხოლოდ დროებითია და ბაზარზე მალე OpenAI-ის, xAI-ისა და Google-ის ანალოგიური პროგრამები გამოჩნდება, რომლებზეც უწყება დაუყოვნებლივ გადაერთვება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE