მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა იურისტებისთვის Claude-ის ფუნქციონალი გააფართოვა
Anthropic-მა იურისტებისთვის Claude-ის ფუნქციონალი გააფართოვა

Anthropic-მა იურისტებისთვის Claude-ის ფუნქციონალი გააფართოვა

BM.GE14 მაისი, 2026, 04:22|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე სტარტაპმა, Anthropic-მა იურისტებისთვის Claude-ის ფუნქციების გაფართოებული პაკეტი წარადგინა. არსებული ინფორმაციით, განახლება სპეციალიზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებსა და სხვა კვლევით პროდუქტებთან პირდაპირ წვდომას მოიცავს.

როგორც ირკვევა, Anthropic-ის მომხმარებლები Thomson Reuters-ის ბაზებთან, მათ შორის Westlaw-სა და CoCounsel-თან უსაფრთხოდ დაკავშირებას შეძლებენ. ეს ნაბიჯი იურისტებს საშუალებას მისცემს, სასამართლო ჩანაწერებსა და სხვა დოკუმენტაციას უშუალოდ Claude-ის პლატფორმიდან გაეცნონ. ამასთან, Claude-ში ხელმისაწვდომი გახდება AI-სტარტაპ Harvey-ის ასისტენტი და ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Box-ი, Everlaw-ი და DocuSign-ი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გამოშვებული პაკეტი 12 ახალ იურიდიულ აგენტს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებაზე არიან ორიენტირებული. აღნიშნული ხელსაწყოები ისეთ სფეროებს ფარავს, როგორიცაა შრომითი სამართალი და სასამართლო დავების მართვა. Anthropic-ის იურიდიული მრჩევლის, მარკ პაიკის განცხადებით, სამართლებრივ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. ამის დასტურად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ Claude-ის სამუშაო პროცესის შესახებ გამართულ ვებინარზე 20,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ Claude-ის იურიდიული აგენტების შესახებ პირველი განცხადება კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა. აღნიშნულმა სიახლემ აშშ-ისა და ევროპის მონაცემთა ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში აქციების ფასების მკვეთრი ვარდა გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE