მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროებითი შეჩერების ინიციატივა წარადგინა
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროებითი შეჩერების ინიციატივა წარადგინა

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროებითი შეჩერების ინიციატივა წარადგინა

BM.GE9 ივნისი, 2026, 01:31|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე და ჩეთბოტ Claude-ის შემქმნელმა კომპანია Anthropic-მა წამყვან დეველოპერებს მოწინავე AI ტექნოლოგიების განვითარების კოორდინირებულად შეჩერება შესთავაზა. როგორც ირკვევა, ამ ინიციატივის მთავარი მიზეზი სისტემების სწრაფი ტემპით გაუმჯობესებაა, რის გამოც ადამიანების მხრიდან კონტროლის დაკარგვის რისკი იზრდება.

როგორც Anthropic-ის წარმომადგენლები გამოქვეყნებულ მანიფესტში წერენ, ახალი AI მოდელები პროგრამული უზრუნველყოფის ამოცანებს უკვე დამოუკიდებლად ასრულებენ, რის გამოც შესაძლოა ტექნოლოგიამ საკუთარი "მემკვიდრე" თავად შექმნას და განვითარების პროცესში ადამიანის როლი სრულად გამოთიშოს.

წამყვანი სტარტაპებისა თუ კომპანიების მიერ ერთობლივი გლობალური მექანიზმის შემუშავება კი უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვას შეუწყობდა ხელს, რაც უზრუნველყოფდა, რომ AI კონტროლს მიღმა არასდროს გავიდეს. Anthropic-ის წარმომადგენლების განცხადებით, დროებითი პაუზა საჭიროა იმისთვისაც, რომ საზოგადოებრივ სტრუქტურებსა და მკვლევრებს ახალ რეალობასთან ადაპტაციის საშუალებას მიეცეთ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად Anthropic-ი მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ AI ლაბორატორიად მიიჩნევა. მისი კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს აღწევს და უახლოეს თვეებში საფონდო ბირჟაზე აქციების განსათავსებლადაც ემზადება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE