მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა Mythos-ის კლასის პირველი AI მოდელი - Claude Fable 5 წარადგინა
Anthropic-მა Mythos-ის კლასის პირველი AI მოდელი - Claude Fable 5 წარადგინა

Anthropic-მა Mythos-ის კლასის პირველი AI მოდელი - Claude Fable 5 წარადგინა

BM.GE11 ივნისი, 2026, 03:16|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე კომპანია Anthropic-მა ახალი მოდელი Claude Fable 5 გამოუშვა და ის კორპორაციული კლიენტებისა და ფასიანი გამომწერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

როგორც ირკვევა, Fable 5 მიეკუთვნება Mythos-ის კლასის იმ მოდელებს, რომელთა მასობრივი გავრცელებაც კომპანიამ უსაფრთხოების რისკების გამო აქამდე შეზღუდა. საყურადღებოა, რომ ახალი სისტემა კიბერუსაფრთხოებისა და ბიოლოგიის მიმართულებით საფრთხის შემცველ მოთხოვნებს კვლავ დაბლოკავს და მათ დაცვის მექანიზმის გამოყენებით Claude Opus 4.8-ზე გადაამისამართებს. შესაბამისად, ბოროტი განზრახვის მქონე პირები Mythos-ის გამოყენებას ჰაკერული თავდასხმებისთვის ვერ შეძლებენ.

როგორც პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, დაუშვებელია, Mythos-ის კიბერუსაფრთხოების რისკების გამო უახლესი ტექნოლოგია მუდმივად შეზღუდლი დარჩეს, ამიტომ სტარტაპში გადაწყვიტეს, რომ მისი ყველა სხვა უპირატესობა ხელმისაწვდომი გახადონ, საფრთხის შემცველი ალგორითმები კი კვლავაც შეზღუდული დატოვონ.

Anthropic-ის წარმომადგენლების თანახმად, Claude Fable 5-ი აგენტური კოდირების, მიღებული ინფორმაციების გაანალიზების, იურიდიული საკითხების გარკვევისა თუ სხვა დავალებების შესრულების კუთხით არამარტო საკუთარ კონკურენტებს, არამედ საკუთარ წინა მოდელებსაც კი აჯობებს. ის გაცილებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლებს მიმდინარე ჩათის შინაარსის დამახსოვრებას და შეამცირებს ჰალუცინაციების რისკებს.

კერძოდ, Fable 5-ი კოდირების მიმართულებით მიღებული დავალებების 80%-ს უშეცდომოდ შეასრულებს, ეს მაშინ, როცა Gemini 3.1 Pro-ს შემთხვევაში ცდომილების ალბათობა თითქმის 50%-ს უდრის. მიღებული ფოტო-ვიდეო მასალების აღქმისა და გააზრების კუთხით ის სრული პოტენციალის სრულფასოვნად ათვისებას 38.6% შემთხვევაში შეძლებს, ეს მაშინ, როცა Gemini-ს შემთხვევაში მაჩვენებელი მხოლოდ 26.5%-ია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ განსხვავება OpenAI-ს უახლეს მოდელ ChatGPT 5.5-თან შედარებით მხოლოდ 2%-ია. რაც შეეხება იურიდიულ მომსახურებას, ამ კუთხით მისი სრულფასოვანი ეფექტურობა 13.3%-ით არის შეფასებული. მაშინ, როცა ChatGPT-ს შედეგი 2.1%-ია, Gemini 3.1 Pro-სი კი 0%.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Anthropic-ის მიერ Claude Fable 5-ის პრეზენტაცია დროში დაემთხვა კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში აქციების საჯარო განთავსების შესახებ კონფიდენციალური განაცხადის შეტანას, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, მიზნად ინვესტორების მათ შესაძლებლობებში დარწმუნებას ისახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE