მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა
Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

BM.GE9 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია Anthropic-მა ფინანსური ინსტიტუტებისთვის 10 ახალი აგენტის შაბლონი გამოაქვეყნა, რომლებიც საინვესტიციო პრეზენტაციების მომზადებას, საკრედიტო მემორანდუმების შედგენასა და ფინანსური ანგარიშგებების აუდიტს უზრუნველყოფენ.

სისტემა სპეციალურად უოლ-სტრიტის ბანკების, ჰეჯ-ფონებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის შეიქმნა. არსებული ინფორმაციით, აგენტებს კლიენტის სკრინინგის, საბაზრო კვლევისა და საოპერაციო დავალებების, მათ შორის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების შესრულებაც შეუძლიათ. კომპანიის განმარტებით, თითოეული შაბლონი ორგანიზაციის შიდა სტანდარტებს, რისკების მართვის პროტოკოლებსა და გადაწყვეტილების მიღების იერარქიას ინდივიდუალურად ერგება.

აგენტების ინტეგრირება შესაძლებელია როგორც Claude Cowork-ისა და Claude Code-ის პლატფორმებზე, სადაც ისინი ანალიტიკოსებს რეალურ დროში ეხმარებიან, ისე Claude Managed Agents-ის ჰოსტინგურ მოდელში, რაც უფრო ავტონომიურ მუშაობას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, Anthropic-ის ტექნოლოგია უკვე დანერგეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც Goldman Sachs, Citi, Visa და AIG არიან. ფინანსური სექტორის მიმართულებით კომპანიის პროდუქტების ხელმძღვანელის, ნიკოლას ლინის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სექტორში ტექნოლოგიური ათვისების დინამიკა მკვეთრად გაიზარდა.

ცნობისთვის, პროდუქტების პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორთან, დარიო ამოდეისთან ერთად, JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელი ჯეიმი დაიმონიც მონაწილეობდა. ახალი ფინანსური აგენტების სერვისი Anthropic-ის ფასიანი პაკეტების მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE