
Apple-ი პროდუქციის გაძვირებას აპირებს
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის პროდუქცია, მეხსიერების ბარათების და პროცესორების გაზრდილი ღირებულების გამო, უახლეს მომავალში გაძვირდება.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა The Wall Street Journal-თან საუბარში განაცხადა, რომ ფასების მატება "გარდაუვალია". მან მიწოდების არსებულ კრიზისს "ასწლეულის წყალდიდობა" უწოდა. კუკმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის პრობლემა 40 წლის განმავლობაში არ უნახავს, რასაც AI და მონაცემთა ცენტრებზე არსებული რეკორდული მოთხოვნა განაპირობებს.
ტიმ კუკის განმარტებით, Apple-ს მოგების მარჟის დასაცავად ახალი iPhone Pro-ს ფასის $270-ით გაზრდა მოუწევს. ამასთან, ახალი ხაზის, iPhone 18-ის წარდგენას კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.
პარალელურად, ჩიპების მიწოდების გასაზრდელად, კომპანიამ შესაძლოა საკუთარი ფულადი რეზერვები გამოიყენოს და ახალ საწარმოებში ინვესტიციები ჩადოს.
უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის ხელმძღვანელს ზუსტად არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი პროცენტით აპირებს პროდუქციის გაძვირებას.
BM.GE
წყარო: bm.ge