მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple-მა ჩიპების წარმოების მიზნით Intel-თან და Samsung-თან მოლაპარაკებები გამართა
Apple-მა ჩიპების წარმოების მიზნით Intel-თან და Samsung-თან მოლაპარაკებები გამართა

Apple-მა ჩიპების წარმოების მიზნით Intel-თან და Samsung-თან მოლაპარაკებები გამართა

BM.GE6 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა მოწყობილობებისთვის მთავარი პროცესორების წარმოების მიზნით Intel-თან და Samsung Electronics-თან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა.

Bloomberg News-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის ხელმძღვანელები ტეხასში Samsung-ის მშენებარე ქარხანასაც ეწვივნენ. პარალელურად, კომპანიამ Intel-ის ჩიპების წარმოების სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობაზეც აქტიურად დაიწყო ფიქრი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მხარეებს შორის კონკრეტული შეკვეთები არ გაფორმებულა და პროცესი მხოლოდ საწყის ფაზაშია.

როგორც ირკვევა, კომპანიის ეს ნაბიჯი მიზნად ტაივანური ნახევარგამტარების გიგანტის, TSMC-ის მიმართ არსებული დამოკიდებულების შემცირებასა და ალტერნატიული წყაროების მოძიებას ისახავს. თუმცა, როგორც Bloomberg-ი წერს, Apple-ი TSMC-ის ტექნოლოგიების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს მაინც ხედავს. როგორც ირკვევა, მენეჯმენტისთვის პრიორიტეტული საკითხები წარმოების საიმედოობა და მასშტაბების შენარჩუნებაა - ამ მხრივ კი ტაივანური გიგანტი ჯერჯერობით უკონკურენტოდ მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ჩიპების მიწოდების კუთხით არსებულ პრობლემებზე Apple-მა ჯერ კიდევ გასული თვის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას მიანიშნა. ტიმ კუკის განცხადებით, iPhone-ის გაყიდვების მაჩვენებლებზე უარყოფითი გავლენა სწორედ თანამედროვე პროცესორების დეფიციტმა იქონია. ცნობისთვის, iPhone 17-ის სერიის ჩიპები TSMC-ის იმავე ტექნოლოგიით იწარმოება, რომელსაც წამყვანი ხელოვნური ინტელექტის ჩიპები იყენებენ.

შეხსენებისთვის, Apple-ი მრავალი წელია თანამშრომლობს ტაივანურ კომპანია TSMC-სთან, რომელიც მსოფლიოში ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE