მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple-მა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება ტექ-გიგანტი სტარტაპს?
Apple-მა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება ტექ-გიგანტი სტარტაპს?

Apple-მა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება ტექ-გიგანტი სტარტაპს?

BM.GE11 ივლისი, 2026, 13:52|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში ინტელექტუალური საკუთრების მითვისების ბრალდებით OpenAI-ს უჩივლა.

სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, OpenAI-ი Apple-ის კომერციულ საიდუმლოებებს, ორგანიზებულად, ყველა დონეზე იპარავდა. Apple-ის უფლებადამცველის განცხადებით, მათ ხელთ აქვთ OpenAI-ის თანამშრომლების მიერ კომპანიის ერთ-ერთი გაუსაჯაროებელი პროდუქტის კონფიდენციალური მონაცემების მართლსაწინააღმდეგო მითვისების დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

აღსანიშნავია, რომ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული Apple-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და OpenAI-ის აპარატურის მიმართულების ხელმძღვანელი ტანტ ტანია. სარჩელის თანახმად, ის Apple-ის თანამშრომლებს გასაუბრებებზე საჩვენებელი სესიებისთვის კომპანიის რეალური, კონფიდენციალური მასალების მიტანას სთხოვდა. ამასთან, სასამართლო დოკუმენტებში ფიგურირებს Apple-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ჩანგ ლიუ, რომელმაც კომპანიიდან წასვლისას პორტატული კომპიუტერი მოიპარა.

Apple-ის მტკიცებით, OpenAI პარტნიორ კომპანიებს ლითონის დამუშავების Apple-ის მიერ გამოგონებული ტექნოლოგიის გამოყენებას ავალებდა და მათ ატყუებდა, თითქოს ამაზე ნებართვა თავად ტექ-გიგანტისაგან ჰქონდა.

რაც შეეხება OpenAI-ის პოზიციას, ლაბორატორიის წარმომადგენელმა კომერციული საიდუმლოებების მოპარვასთან დაკავშირებით Apple-ის ბრალდებები კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, სტარტაპი საკუთარ პოზიციას ბოლომდე დაიცავს.

ცნობისთვის, ამ ორ კომპანიას შორის 2024 წელს პარტნიორობის შეთანხმებაც კი გაფორმდა. მაშინ ტიმ კუკის ფირმა iPhone-ის ოპერაციულ სისტემაში ChatGPT-ის პირდაპირ ინტეგრაციას გეგმავდა, თუმცა 2025 წლის მიწურულს, არადამაკმაყოფილებელი ტექნოლოგიური განვითარების გამო Apple-მა არჩევანი კონკურენტ Gemini-ზე შეაჩერა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

BM.GE

ტერაბანკში ახალი სტრატეგიული ინვესტორი შემოდის

ტერაბანკში ახალი სტრატეგიული ინვესტორი შემოდის

BM.GE

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

BM.GE

ირანულმა კომპანიებმა სომხეთში $395-მილიონიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყეს

ირანულმა კომპანიებმა სომხეთში $395-მილიონიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყეს

BM.GE