
აპრილის თვეში აშშ-ში დასაქმების მაჩვენებელი ნავარაუდევზე მეტად გაიზარდა
აშშ-ში დასაქმების მაჩვენებელი აპრილში ნავარაუდევზე მეტად გაიზარდა, უმუშევრობის დონე კი 4.3%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. როგორც ირკვევა, გასულ თვეში არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 115,000-ით მოიმატა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები მხოლოდ 62,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობდნენ.
ანალიტიკოსების შეფასებით არსებული მონაცემები აშშ-ის ფედერალურ რეზერვს საპროცენტო განაკვეთების უცვლელად დატოვების შესაძლებლობას მისცემს, თუმცა სხვა გარე ფაქტორების, მათ შორის, ომის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემცირებას 2027 წლამდე არ ვარაუდობენ. ცნობისთვის, გასულ კვირას FED-მა ინფლაციური რისკების გამო რეფინანსირების განაკვეთი 3.50%-3.75%-ის ფარგლებში შეინარჩუნა.
ანალიტიკოსები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ აშშ-ირანის ომმა და ჰორმუზის სრუტის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა დასაქმების სტატისტიკაზე გავლენა ჯერ ვერ იქონია.
ცნობისთვის, აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო დასაქმების ანგარიშს ყოველთვიურად აქვეყნებს. სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობის დაბერებისა და იმიგრაციის ტემპის შენელების გათვალისწინებით, ეკონომიკის ზრდისთვის თვეში 50,000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნაც საკმარისია.
BM.GE
წყარო: bm.ge