მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში OPEC-ის ნავთობის მოპოვება 25-წლიან მინიმუმამდე შემცირდა - Reuters
აპრილში OPEC-ის ნავთობის მოპოვება 25-წლიან მინიმუმამდე შემცირდა - Reuters

აპრილში OPEC-ის ნავთობის მოპოვება 25-წლიან მინიმუმამდე შემცირდა - Reuters

BM.GE12 მაისი, 2026, 18:19|bm.ge

აპრილში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ის ნავთობის მოპოვება კიდევ უფრო შემცირდა და ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. Reuters-ის კვლევის თანახმად, ეს ირანთან აშშ-ისრაელის ომმა გამოიწვია, რამაც ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და ექსპორტის შემცირება განაპირობა.

კვლევამ აჩვენა, რომ 12-წევრიანი ორგანიზაციის ნედლი ნავთობის მოპოვება აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 830 000 ბარელით შემცირდა და დღეში 20.04 მილიონი ბარელი შეადგინა.

OPEC+-ის (რომელიც აერთიანებს OPEC-სა და მის მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს) რვა წევრი აპრილში ნავთობის მოპოვების ზრდის განახლებაზე შეთანხმდა, თუმცა 28 თებერვალს ირანის ომის დაწყებამ და ჰორმუზის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ ამ შეთანხმების შესრულება შეუძლებელი გახადა.

Reuters-ის კვლევის თანახმად, აპრილში მოპოვების ყველაზე დიდი ვარდნა ქუვეითში დაფიქსირდა, რაც მთელი თვის განმავლობაში ექსპორტის შეფერხებას ასახავს.

კლება ჰქონდათ საუდის არაბეთსა და ერაყსაც, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთადერთი იყო, რომელმაც წარმოების გაზრდა შეძლო. საამიროებს ჰორმუზის გვერდის ავლით საექსპორტო მარშრუტი აქვს, ტანკერების მონაცემები კი აპრილში საამიროების ექსპორტის ზრდას აჩვენებს.

Reuters-ის კვლევების თანახმად, აპრილის მაჩვენებელი სულ მცირე 2000 წლის შემდეგ OPEC-ისთვის ყველაზე დაბალია. ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის დროს დაფიქსირებულ დონესაც, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად დაეცა.

კვლევამ აჩვენა, რომ გარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, რომელმაც 1-ლი მაისიდან OPEC-ი დატოვა, აპრილში მოპოვება ასევე გაზარდეს ვენესუელამ და ლიბიამ.

Reuters-ის კვლევა ეყრდნობა ფინანსური ჯგუფ LSEG-ის ნაკადების მონაცემებს, ასევე იმ კომპანიების (მაგალითად, Kpler) ინფორმაციას, რომლებიც აკვირდებიან ნაკადებს და ინფორმაციას ნავთობკომპანიების, OPEC-ისა და კონსულტანტი წყაროებიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანესიმედი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE