მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ზრდაზე?
აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ზრდაზე?

აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ზრდაზე?

BM.GE20 მაისი, 2026, 15:39|bm.ge

აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, აპრილში წინა თვესთან შედარებით ინდექს 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა 6.7%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (34.3%); • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.28 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.3%) და სასმელებზე (5.6%); • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.39 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.21 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

2026 წლის მარტთან შედარებით ფასები 1.6%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.13 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.7%), რამაც 0.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (8.4%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (7.9%). გარდა ამისა, ფასების 1.1%-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.11 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE