მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში უნაღდო დანახარჯები 13%-ით გაიზარდა - სასტუმროებში კი კლებაა| TBC Capital
აპრილში უნაღდო დანახარჯები 13%-ით გაიზარდა - სასტუმროებში კი კლებაა| TBC Capital

აპრილში უნაღდო დანახარჯები 13%-ით გაიზარდა - სასტუმროებში კი კლებაა| TBC Capital

BM.GE26 მაისი, 2026, 16:51|bm.ge

თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის აპრილის თვის მიმოხილვის თანახმად, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი.

მიმოხილვის მიხედვით, აპრილში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებმა 87%-იანი, ხოლო არარეზიდენტებმა 13%-იანი წილი დაიკავეს. ამასთან, ჯამური სამომხმარებლო დანახარჯების უდიდესი ნაწილი 64% საქონელზე მოდის, ხოლო 36% მომსახურებაზე ნაწილდება.

კვლევის თანახმად, ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია და მან 30% შეადგინა. ამავე პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით არის გაზრდილი, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს შეადგენს. „თიბისი კაპიტალი“ მიუთითებს საქსტატის მონაცემებზეც, რომლის მიხედვითაც, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წლიურმა ინფლაციამ 8% შეადგინა.

სამომხმარებლო საქონლის სხვა კატეგორიებიდან საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 27%-ით (საშუალო ტრანზაქცია 56 ლარი) , ფარმაციაზე — 20%-ით (საშუალო ტრანზაქცია 28 ლარი) , ხოლო ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16%-ით გაიზარდა (საშუალო ტრანზაქცია 106 ლარი).

სხვა სექტორებისგან განსხვავებით, კლება ფიქსირდება სასტუმროების ინდუსტრიაში. 2026 წლის აპრილში სასტუმროებში გაწეულ უნაღდო დანახარჯებში წლიურად 7%-იანი კლება დაფიქსირდა.

„თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსების შეფასებით, სასტუმროებში დანახარჯების შემცირება მეტწილად ფართო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს 81%-ს სწორედ არარეზიდენტები (უცხოელი ვიზიტორები) იკავებენ, რომელთა ხარჯვაც წლიურად 11%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, სასტუმროებში საქართველოს რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 14%-ით გაიზარდა. აპრილში სასტუმროებში ერთი საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 439 ლარი შეადგინა.

სასტუმროებისგან განსხვავებით, დადებითი დინამიკა ნარჩუნდება კვების ობიექტებში. რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 15%-ით გაიზარდა, სადაც საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 33 ლარს გაუტოლდა. რესტორნებში გაწეული უნაღდო დანახარჯების 72% რეზიდენტებზე მოდის, ხოლო 28% არარეზიდენტებზე. სეგმენტების მიხედვით, საქართველოს რეზიდენტების ხარჯვა რესტორნებში წლიურად 24%-ითაა გაზრდილი.

შენიშვნა: კვლევაში წარმოდგენილი ზრდის ტემპები მოცემულია თიბისი ბანკის არხებით POS ტერმინალებისა და ელექტრონული კომერციის ხარჯვაზე დაყრდნობით. ანალიტიკოსების განმარტებით, ეს მონაცემები შესაძლოა განსხვავდებოდეს ჯამური ბაზრის დინამიკისგან უნაღდო დანახარჯების წილისა და ბანკის საბაზრო წილის ცვლილების გამო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საწვავზე უნაღდო დანახარჯები 27%-ით გაიზარდა, საშუალო ჩეკი 56 ლარია - „თიბისი კაპიტალის“ კვლევა

საწვავზე უნაღდო დანახარჯები 27%-ით გაიზარდა, საშუალო ჩეკი 56 ლარია - „თიბისი კაპიტალის“ კვლევა

BM.GE

BP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

BP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

BM.GE

"მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში" - დონალდ ტრამპი

"მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში" - დონალდ ტრამპი

BM.GE

რამდენად გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები ინფლაციის გათვალისწინებით

რამდენად გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები ინფლაციის გათვალისწინებით

BM.GE